08 იან 2019 18:36 7819

პსპ-მ "ტამიფლუ“ სახელმწიფოსგან შეიძინა და 83 ლარად ყიდის

 

სააფთიაქო ქსელ პსპ-ში .. "ღორის გრიპისსაწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური  პრეპარატი "ტამიფლუ“ 83 ლარად იყიდება.

როგორც სააგენტოს, პსპ-ში განუცხადეს მისი ფასი ფასდაკლების დღეებში (სამშაბათი, პარასკევი) 72 ლარია.

"ტამიფლუყოველთვის ძვირად იყიდებოდა, რადგან იშვიათი მოხმარების პრეპარატია. მისი პროფილაქტიკის მიზნით მიღება არ შეიძლება და მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაიცემა. რაც შეეხება მის ფასს, პსპ-ში "ტამიფლუ“ 83 ლარი ღირს, ხოლო ფასდაკლების დღეებში 72 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ. ის, რომ ევროპაში 5 ევროდ იყიდება, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მაგალითად, გერმანიაში მისი ღირებულება 33 ევროს შეადგენს.

ჩვენ "ტამიფლუსახელმწიფოსგან შევიძინეთ და ამის შემდეგ გადავანაწილეთ ჩვენს სააფთიაქო ქსელებში“, - განუცხადეს "2020NEWS“- პსპ-ში.

კითხვაზე რა რაოდენობის "ტამიფლუშეიძინეს სახელმწიფოსგან და რა ფასში, პსპ-ში გვიპასუხეს: "ზუსტად რა რაოდენობის არის არ ვიცით, რადგან სახელმწიფომ "ტამიფლუ“ 4 სააფთიაქო ქსელში გადაანაწილა. დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის თანხაზეც, ჯანდაცვის სამინისტროში მოიკითხეთ", -   გვითხრეს პსპ-ში.

"ტამიფლუ“, რომელიც გრიპით დაავადებული პაციენტებისთვის ყველაზე საჭირო და ეფექტური ანტივირუსული პრეპარატია, ქვეყნის მსხვილ სააფთიაქო ქსელებში -  83-დან 100 ლარამდე ღირს.

"პსპ"-ში 10 კაფსულა "ტამიფლუ“ 83 ლარი ღირს, "ავერსშიმისი შეძენა 99 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო ფარმადეპოშიდაჯი-პი- სში“ - 93 ლარი.

როგორც "2020NEWS”- პსპ-ში განუცხადეს, "ტამიფლუევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ძვირად არ იყიდება და მაგალითად გერმანია მოჰყავთ.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ტამიფლუევროპაში 5 ევროდ იყიდება, ხოლო საქართველოში მისი ფასი 10-ჯერ მეტია.

 

2020news.ge

 

×