11 იან 2019 15:45 312

„რატომ ვართ ამბოხებულები, ფოსტა-ტელეგრაფი ავიღეთ?“

 

ჩვენ რატომ ვართ ამბოხებულები, რაში გამოიხატება ამბოხება? ფოსტა-ტელეგრაფი ავიღეთ?“ – ასე უპასუხაქართული ოცნებისდეპუტატმა თანაგუნდელებს, რომლებმაც ეკა ბესელიას და მის თანამოაზრეებს ამბოხებულები უწოდეს.

გედევან ფოფხაძის თქმით, მას და ასევე სხვა რამდენიმე დეპუტატს, რომლებიც პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეთა 10-კაციან სიას აპროტესტებენ, გუნდის დანარჩენი წევრებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ.

გედევან ფოფხაძე მმართველი გუნდიდან გარიცხვას არ ელოდება. დეპუტატის თქმით, ეს საკითხი აქტუალური არ არის.

ჩვენ გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს. მე საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება გუნდის შიგნით განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანები ამბოხებულებად გამოაცხადო. ეს მე მგონია, რომ არასწორი პოზიციაა. მე ველოდებით სხვა რაღაცებს. საღამოს მეგობრებთან შეხვედრას, დავგეგმეთ, ასეთ რაღაცებს ველოდები. გარიცხვა იქნება თუ არა, საერთოდ მგონია, რომ აქტუალური არ არის. თუ ვიღაც მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიიდან განსხვავებული აზრის გამო, ხალხი უნდა გაირიცხოს, მით უმეტეს სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიიდან, იმას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიის შიგნით დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს განსაზღვრავს,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.