11 იან 2019 16:12 737

არის თუ არა ანაკლიის პორტი „თიბისის“ წინააღმდეგ აგორებული კამპანიის რეალური მიზეზი?

 

ორი დღეა, ქართულ მედია, ბიზნეს და პოლიტიკურ სივრცეში ახალი დისკუსია გუგუნებს: დაიჭერენ თუ არათიბისი ბანკისდამფუძნებლებსა და ტოპმენეჯერებს? გაათეთრეს თუ არა ფული და რატომ? რას უნდა უკავშირდებოდეს ახალი წლების ზეიმებიდან ახლად გამოღვიძებულ ქვეყანაში სწორ ადგილზე ახალი სკანდალის გაღვივება? საერთოდ, რატომ წამოტივტივდა ეს საკითხი? რაღა მაინცდამაინც ახლა - მომხდარიდან 10 წელიწადზე მეტი დროის გასვლის შემდეგ და თან ასეთი უცნაური ფორმით, როცა ჯერ მედია სდებს ბრალს ბიზნესს და შემდეგ პროკურატურა ახმოვანებს იმავე განწყობას?

 

შეკითხვა, ერთი შეხედვით, ბევრია და თანაც მრავალმხრივი. თუმცა, პრობლემაზე ცოტა უფრო ფართო პლანით შეხედვა საკმაოდ იოლად ადასტურებს, რომ, როგორც ხშირად ხდება, ძაღლის თავი კვლავაც სხვაგან არის დამარხული და ატეხილი ალიაქოთი მხოლოდ შირმაა იმ პროცესის მისაჩქმალად, რაც ქვეყანას ბევრად უფრო დიდ და სტრატეგიულ პრობლემას უქადის.

 

როგორც საქმეში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილე სახელმწიფო უწყებები - მთავარი პროკურატურა და ეროვნული ბანკი - თავადვე ადასტურებენ, ეს გამოძიებათიბისი ბანკსდიდად ვერაფერს ავნებს: ქვეყნის უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტი ფეხებზე იმაზე მყარად დგას, ვიდრე მასზე მიტანილი იერიშის მასშტაბია - ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული და მის უმკაცრეს რეგულაციებს დაქვემდებარებული, აუდიტორთა დიდი ოთხეულის მიერ ყოველწლიურად აუდირებული საბანკო ინსტიტუტი მისი სოლიდური აქციონერებითა და პოზიციით არცთუ იოლი მოსადრეკია.

 

მაშ, ვისზე მიდის ეს იერიში და რატომ? რა პროცესის თვითმხილველები ვართ და სინამდვილეში რა დგას ამ სწრაფი და არცთუ დამაჯერებლად დასაბუთებული იერიშის უკან. ფაქტია, რომთიბისი ჰოლდინგისაქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და დივერსიფიცირებული ჯგუფია, რომლის სახელსაც უამრავი წარმატებული კომპანია უკავშირდება: „ბორჯომისმწარმოებელისაქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია“, უძრავი ქონებისლისი დეველოპმენტი“, „თიბისი დაზღვევათუ კიდევ ბევრი სხვა ის სახელებია, რომლებიც წლების განმავლობაში შესაბამისი ინდუსტრიების ბაზარზე უპირობო ლიდერებად ჩამოყალიბდნენ. თუმცა, ეს შთამბეჭდავი ჩამონათვალიც კი, მნიშვნელობის თვალსაზრისით, ახლოსაც ვერ მივა იმ პროექტთან, რომელსაცთიბისი ჰოლდინგიბოლო წლებშია შეჭიდებული და რომელიც ზღვისპირა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, ასევე, მასთან მიმდებარედ ქალაქის და შესაბამისი სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტს უკავშირდება.

 

მოცემულობითა და პერსპექტივით ეს არის ნამდვილად უნიკალური პროექტი, რომლის მასშტაბისაც საქართველოს დამოუკიდებლობის არსებობის ისტორიაში მხოლოდბიპისნავთობსადენი თუ იყო - სხვა ანალოგი დამოუკიდებლობის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, სამწუხაროდ, ქვეყანაში ჯერ არ შექმნილა. პროექტი, რომელსაც თანაბრად დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობისაა და რომელსაც აქვს პოტენციალი, ერთი მხრივ, ქვეყანა რუსეთის არაჯანსაღი ინტერესების სფეროდან გამოგლიჯოს და, მეორე მხრივ, საინვესტიციო შიმშილით გაწვალებულ საქართველოს სახელმწიფოს სავსებით ახალი პერსპექტივა და მისგან მომდინარე სოლიდური შემოსავლები თუ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი არაფინანსური სარგებელი მოუტანოს.

 

ანაკლიის პროექტი ერთდროულად პოლიტიკური და ეკონომიკური პროექტია და სწორედ ამიტომ ადევს მას ძალიან მაღალი ფასი. ამიტომ უქადის მისი დაკარგვა საქართველოს მნიშვნელოვანი პერსპექტივის მოშლას და ეს არც არავის დაუმალავს.

 

მაგალითადამერიკის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების ექსმეთაურმა ევროპაში, ბენ ჰოჯესმაამერიკის ხმასშარშან დაუფარავად განუცხადა: „საქართველო უკვე უნდა იდგას ნატოს წევრ ქვეყნად გადაქცევის გზაზე. იმის მიუხედავად, რომ რუსეთის არმიას საქართველოს ტერიტორიის 20% დღემდე აქვს ოკუპირებული. იმის მიუხედავად, რომ სარკოზისთან შეთანხმებაზე ხელის მოწერიდან ათი წლის შემდეგ, როცა ივალდებულეს, რომ წავლენ, რუსები დღესაც ჯერ ისევ იქ არიან. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში მილიონი საბჭოთა ჯარისკაცი იმყოფებოდა, ჩვენ დასავლეთი გერმანია ალიანსში მაინც შევიყვანეთ. ვფიქრობ, საქართველოს ალიანსში შესაყვანად მოვძებნით საშუალებას. საქართველოს უკვე აქვს პორტი აზიასა და ევროპას შორის. მას შემდეგ, რაც ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა დასრულდება, საქართველო აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რგოლი გახდება. მიმაჩნია, რომ ეკონომიური ურთიერთდამოუკიდებლობა აძლიერებს უსაფრთხოებას. იმიტომ, რომ ამ ახალი პორტის მიმართ ყველას საერთო ინტერესი აქვს. ყველა დაინტერესებულია, რომ საქართველო საპორტო ქვეყანა გახდეს, სტაბილურობა და ღიაობა შეინარჩუნოს. ეს საქართველოს უსაფრთხოებას აამაღლებს და უზრუნველყოფს უმთავრესს, წონასწორობას შავი ზღვის რეგიონში“. - კადრის სამხედრო ბენ ჰოჯესი ზედმეტს არასოდეს ლაპარაკობს.

 

თუმცა, მის მიერ ნათქვამი არც საჭიროებს დამატებას - სამვარსკვლავიანმა გენერალმა, რომელიც ევროპაში ამერიკულ სამხედრო კონტინგენტს 2014-2017 წლებში სარდლობდა და კარგად იცის რუსული საფრთხის ყველა ნიუანსი, ანაკლიის პორტის მნიშვნელობა ამ ახსნით ნათლად გამოკვეთა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელი Emerging Europe-თან საუბრისას ხაზს უსვამს საქართველოსთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობის ფაქტს. „ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, ვინაიდან ის გამოკვეთს მარშრუტს ევროპასა და ჩინეთს შორის კავკასიის გავლით და უცხოელი ინვესტორების დამატებით ინტერესს მოიზიდავს მარშრუტის შემუშავების პროცესში. ეს საქართველოს გაამყარებს, როგორც კავკასიის ლოგისტიკურ ცენტრს და გააძლიერებს მის კავშირებს როგორც ევროპასა და ჩინეთთან, ისე უახლოეს მეზობლებთანაც“.

 

ჩინეთი ფიქრობს, შეამციროს რუსული ტრანსციმბირული მაგისტრალით გადაზიდვების 40-50%-იანი სუბსიდირება, რადგან რუსულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურას სიმძლავრეების დეფიციტი და ძალიან ნელა მოძრავი სატვირთო შემადგენლობები ჰყავს. რუსეთმა ვერ დაარწმუნა ჩინეთი, ივალდებულოს ტრანსციმბირული და ბაიკალ-ამურის სარკინიგზო მაგისტრალების მოდერნიზების დაფინანსება. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო კი იმ აზრისკენ იხრება, რომ შეწყვიტოს ჩინეთთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა, თუ მათგან შესაბამისი დაფინანსების პირობა ვერ მიიღოამას უკვე Global Risk Insights’ Belt and Road Initiative-ის 2018 წლის იანვრის კვლევაში ვკითხულობთ.

 

ამ ანალიზის საფუძველზე და მათი გათვალისწინებით, არსებობს დამატებითი პოტენციალი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მეშვეობით ვაჭრობის გაფართოების თვალსაზრისით. ჩინეთი განიხილავს ამას, როგორც ევროპასთან და დანიშნულების სხვა პუნქტებთან ვაჭრობის და ტვირთბრუნვის გაზრდის პოტენციურ შესაძლებლობას, რაც ხსნის კიდეც მის ინტერესს პორტის მიმართ.

 

სწორედ ამ კონტექსტში განსაკუთრებით საგულისხმო იყო აგვისტოში თბილისშიაშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის დევიდ ბოჰიგიანის განცხადება, რომანაკლიის პორტის განვითარება იმ დამაკავშირებელი გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც შავი ზღვა უნდა განვითარდეს, როგორც რეგიონული და გლობალური ჰაბი“.

 

ფაქტია, სწორედ ასე ავსებს ერთმანეთს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელი ანაკლიის პროექტში, რომელიც ბოსფორის სრუტის აღმოსავლეთით არსებული ერთადერთი ღრმაწყლოვანი ნავსადგური იქნება, „პოსტ პანამაქსისტიპის გემების მიღებას რომ შეძლებს. ეს კი ჩვენს რეგიონში საზღვაო ნაოსნობას უხსნის ახალ გზას და ევროპას ცენტრალურ აზიასა და ჩინეთთან დამაკავშირებელ უშუალო და იაფ მარშრუტს სთავაზობს.

 

ეს არის რეალური და ხილული შანსი, რომ საქართველო ნამდვილად იქცეს საპორტო ქვეყნად, ამ სიტყვის სრული გაგებით და ამომწურავად მოახდინოს იმ პოტენციალის რეალიზება, რასაც მას შავი ზღვის მიმდებარედ არსებობა აძლევს. კერძოდ, შეცვალოს თამაშის წესები, გააჩინოს ახალ შესაძლებლობები და არ ისარგებლოს მხოლოდ მისი ფრაგმენტებით, როცა ზღვა მხოლოდ ტურისტული სეზონის ატრიბუტი ან უსისტემო სატრანსპორტო - საგადამზიდა პოლიტიკის არაეფექტიანი ინსტრუმენტია.

 

დღეს ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ქართული პორტების მომსახურების სიძვირე, დაბალეფექტურობა და არასანდოობაა. უამინდობის გამო, საქართველოს პორტები წელიწადში, საშუალოდ, 83 დღის განმავლობაში გაჩერებულია, რაც დერეფნის სანდოობასაც ამცირებს და ტვირთის სხვაგან გადამისამართებას იწვევს. ანაკლიის პორტის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დერეფნის სანდოობას და გადაზიდვის ფასებსაც შეამცირებს. ფასის შემცირების ერთ-ერთი ფაქტორი იქნება საზღვაო საკონტეინერო ტერმინალი, რომელიც ახალი ტექნოლოგიებით და კონტეინერების დამუშავების სისწრაფით გამოირჩევა. და რაც მთავარია, ბევრი სხვა მოყოლილი და არარეალიზებული პროექტისგან განსხვავებით, ანაკლია არ არის მხოლოდ ქაღალდზე დატანილი მაკეტი - იქ უდიდესი მოცულობის სამუშაო უკვე შესრულებულია, უამრავი თანხაა ინვესტირებული და პროექტი შეუქცევად ფაზაშია გადასული.

 

და სწორედ აქ, ამ ეტაპზე ხდება წელს ქვემოთ დარტყმა ანაკლიის პროექტის ერთ-ერთ ლიდერ განმახორციელებელზე - „თიბისი ჰოლდინგზე“. მოწმენდილ ცაზეიქოქებამთელი კამპანია, რომთიბისი ჰოლდინგისმესვეურები კრიმინალები არიან, ფულს ათეთრებენ და ამის გამო სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტები არიან. ალბათ, სწორედაც რომიდეალურიდახასიათებაა პარტნიორისთვის, რომელმაც უახლოეს დღეებში პორტის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სრულფასოვანი თანამშრომლობა უნდა დაიწყოს, რაც, მარტო პირველ ეტაპზე, 600 მილიონი დოლარის ინვესტირებას და 2 000 ადამიანის დასაქმებას, სულ კი, მთელი პროექტის განმავლობაში, 2,5 მილიარდი დოლარის დაბანდებას და 2020 წლიდან უკვე გემების მიღებასაც გულისხმობს.

 

სამწუხაროდ, ეს კინო ბევრჯერ გვაქვს ნანახი. ისიც ზუსტად ვიცით, რომელი სახელმწიფო ხეირობს ხოლმე ყველაზე მეტად ამგვარი მოულოდნელი ცვლილებებით. სწორედ მისი სახელმწიფო თუ კერძო კომპანიები ჩნდებიან ხოლმე ამგვარი თამაშებისბოლო სერიებში“, როცა დასავლური ბიზნესი ქართული სივრციდან, პირდაპირ თუ ირიბად, უკანმოუხედავად იდევნება. მით უფრო, რომ ის ანაკლიის პორტს თავისი ნოვოროსიისკის კონკურენტადაც განიხილავს და ყველაფერს იღონებს მის ჩასაძირად.

 

სწორედ ამიტომ შეიძლება, რომ ანაკლიის პროექტმა, რომელიც რუსული გავლენიდან ქვეყნის დახსნა-გამოგლეჯის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნდა გამხდარიყო, ეს ფუნქცია დაკარგოს ან მნიშვნელოვნად დაუკნინდეს. ამ პროცესში კი ძალიან ორგანულად ჩაეწერება ის აურზაური, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ანაკლიის პროექტის ერთ-ერთი წამყვანი განმახორციელებელი კომპანიის გარშემო ასეთი აღვირახსნილი ფორმით წარმოებს.

 

წყარო: Commersant.ge

 

×