11 იან 2019 16:16 574

რაც უფრო დროულად გამოაცხადებთ ეპიდემიას, მით უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპება

 

ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს:

 

„საქართველოს მთავრობა | Government of Georgia
გამოაცხადეთ, რომ ქვეყანაში ეპიდემიაა, გამოაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა და დახმარება სთხოვეთ უცხოეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
რაც უფრო დროულად გააკეთებთ ამას, მით უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპება.
თქვენი უუნარობის, ჟინიანობისა და ამ უკუდო ამპარტავნობის ბრალი იყო, ბორჯომში პატარა კოცონი ეკოლოგიურ კატასტროფად რომ იქცა.

ბრიყვები საკუთარ შეცდომებზე მაინც სწავლობენ და ბრიყვებზე უარესად ნუ იქცევით“ - წერს ჯავახიშვილი.