11 იან 2019 16:32 775

„შენი აფეთქება და ბენლადენობა გვაკლია ფოფხაძეებს სრული ბედნიერებისთვის“

 

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

კაი ახლა გედი, შენი აფეთქება და ბენლადენობა გვაკლია კიდე ფოფხაძეებს სრული ბედნიერებისთვის )))))“ - წერს გიორგი ფოფხაძე..

 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში იხუმრა, რომ თუ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არსებულ სიას დაამტკიცებს, შეიძლება პარლამენტში მივიდეს და პროტესტის ნიშნად, ტროტილით აიფეთქოს თავი.