11 იან 2019 16:52 1064

საქართველოში შავი პირბადე მოდური გახდა - ვირუსი მოდის შტრიხებით

 

თბილისში უკვე  ყველგან შეხვდებით ადამიანებს, რომლებსაც პირბადეები უკეთიათროგორც ჩანს, პრევენციის მიზნით, გრიპის საწინააღმდეგოდ, საზოგადოებამ ნელ-ნელა უკვე დაიწყო თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალების გამოყენება.

პირბადეები, ძირითადად, მწვანე და თეთრი შეფერილობისაა, თუმცა გარკვეული მოდური შტრიხი აქაც შეინიშნება და აფთიაქებში სულ უფრო მეტი ადამიანი კითხულობს შავ პირბადეებს. ქალაქშიც უკვე მრავლად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც შავი ფერის პირბადეებს ანიჭებენ უპირატესობას.

როგორც „2020NEWS“-მა გაარკვია, შავი პირბადეების უპირატესობა ის არის, რომ განსხვავებით მწვანე და თეთრი შეფერილობის ნიღბებისგან მათი ტარება მთელი დღის განმავლობაშია შესაძლებელი. მთლიანი ყუთის  ფასი 5.95 ლარიაყუთში კი 10 ცალია მოთავსებული.
 
მისი ყიდვა მხოლოდ იაპონურ მაღაზიამინისოშიაშესაძლებელი. როგორცპესპესდაავერსისსააფთიაქო ქსელში განგვიცხადეს, შავი ფერის პირბადეები მათ არ აქვთ.

 

 

2020news.ge

×