11 იან 2019 17:19 441

ზურაბიშვილი მზადაა ხელფასი მთლიანად საქველმოქმედო ფონდში გადარიცხოს

 

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ადმინისტრაცია მუშაობს საქველმოქმედო ფონდის ჩამოყალიბებაზე, რომელმაც გაუქმებული პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ერთგვარად უნდა ჩაანაცვლოს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახალი ფონდის იურიდიულ სტატუსზე ადმინისტრაციაში ჯერ ისევ მუშაობენ. მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის მზადაა ფონდში გადარიცხოს თავისი ხელფასი, რომელიც მას პრეზიდენტის თანამდებობაზე ეკუთვნის.

ზურაბიშვილის თქმით, ის უკვე იღებს დაგროვებით პენსიას საფრანგეთში და ეს თანხა მისთვის სრულიად საკმარისია.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 2019 წლიდან გაუქმდა.

 

×