11 იან 2019 17:43 524

სად გააგრძელებს საქმიანობას შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე?

 

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი ზვიად ქორიძე  შეწყალების კომისიის თანამდებობის დატოვების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს გუნდს შეუერთდა. იგი აჭარის მაუწყებლის მართვის მოდელზე და შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტებზე იმუშავებს

ზვიად ქორიძე შიდა მონიტორინგის სისტემის სრულყოფასა და მაუწყებლის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იმუშავებს, ასევე ჩაერთვება დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების პროცესში.  

ზვიად ქორიძე 25 წელზე მეტია პრაქტიკულ ჟურნალისტიკაშია, არის მრავალი პუბლიკაციის და გადაცემის ავტორი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ტელეკომპანიარუსთავი 2-ის“,  „ტელეიმედის“, ტელეკომპანიამზეს“, „პირველი არხისახალი ამბების რედაქციებში. ასევე იყო სხვადასხვა გამოცემების რედაქტორი და კონსულტანტი.
  
ზვიად ქორიძე  2011 – 2013 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს. არისმაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანაავტორი, რომლის საფუძველზე შეიქმნა სსიპსაზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“.

რამდენიმე კვირის წინ ზვიად ქორიძემ  შეწყალების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

2020news.ge