11 იან 2019 18:49 1691

„აცრიდან ორი კვირის განმავლობაში ურჩხულის ნიშანი მელანდება ხოლმე“

 

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ანტივირუსული მედიკამენტის შესაძლო უკუჩვენების შესახებ იუმორით წერს:


დიდი, დიდი ხნის წინათ, როცა სულელი ვიყავი, უძილობა მაწუხებდა. წამალს როგორ დავლევდი, ქიმიას, ტვინს გამიფუჭებდა. მერე ერთმა მაგარმა ექიმმა მითხრა: უძილობას გაცილებით მეტი ზიანის მოყენება შეუძლია, ვიდრე იმ წამალს, რომელსაც მის საწინააღმდეგოდ გამოიყენებო. მეც დავუჯერე. გრიპს ათასჯერ მეტი ზიანის მოყენება შეუძლია, ვიდრე იმ აცრას, რომელსაც შესაძლოა, რაღაც უკუჩვენებაც ჰქონდეს (რაც არავის დაუმტკიცებია, სხვათა შორის). ოცი წელიწადია ვიცრებით მე და მთელი ოჯახი. დადებით ეფექტს აშკარად ვგრძნობ, მაგრამ გამოგიტყდებით, უარყოფითიც ახლავს თანაცრიდან ორი კვირის განმავლობაში ურჩხულის ნიშანი მელანდება ხოლმე. შესაძლოა, ეს სულაც არ იყოს აცრის ბრალი. ამბობენ, ჩიპიანმა ბარათებმა და პირადობის მოწმობაში რიცხვების ეშმაკისეულმა კომბინაციებმაც იცისო. ვერ გაანადგურა ბოლომდე წულუკიანმაო. დავადგენ ამასაც. ისე, ურჩხული გელანდებოდეს ორ კვირაში ერთხელ სჯობია ორგანიზმის დანგრევას ან სულაცსიკვდილს” – წერს რომან გოცირიძე.

 

×