15 იან 2019 16:07 11558

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ნაკრების კაპიტანი ზურა დათუნაშვილი დაჭრა

 

საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატი ჭიდაობაში, რომელიც სპორტის სასახლეში 10-13 იანვარს გაიმართა, მეორე საშეჯიბრო დღე ჩხუბით დასრულდა.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 87 კგ-ის ფინალი, სადაც  ერთმანეთს ნაკრების კაპიტანი და ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი და ევროპის ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი  ხვდებოდნენ, ჩაიშალა. ზურაბ დათუნაშვილმა, რომელიც ბრძოლას აგებდა (1-2) მსაჯების მიმართ პრეტენზიების გამოთქმა დაიწყო, რასაც მისი სამწვრთნელო შტაბის რამდენიმე წარმომადგენელი შეუერთდა. რამდენიმე წუთში კი არეულობა უკვე ტრიბუნებს გადაედო, სადაც ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. ჩხუბში სპორტსმენებიც ჩაერთნენ, რის შედეგადაც, რამდენიმე მათგანმა დაზიანებები მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, მსაჯთა ბრიგადასთან მალევე გაჩნდა ფედერაციის წარმომადგენლობა, რომლებიც დათუნაშვილს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი ფიზიკურად. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ნაკრების კაპიტან ზურა დათუნაშვილს ბლაგვი საგნით თავზე ჭრილობა მიაყენა. ჩხუბში აქტიურად მონაწილეობდა ფედერაციის პრეზიდენტის ძმა ლადო გეგეშიძეც.

“2020NEWS” ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან შეეცადა ინფორმაციის გადამოცმებას. როგორც სააგენტოს ფედერაციის პრეს-სამსახურში განუცხადეს, გეგა გეგეშიძე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

პრეზიდენტი ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. შეჯიბრზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ ზურაბ დათუნაშილი ტურნირიდან მოიხსნა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შიდა კვლევები მიმდინარეობს და ამ დღეებში ფედერაცია ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს“, – განუცხადეს სააგენტოს ჭიდაობის ფედერაციაში.

გეგეშიძის მიერ ფიზიკურ დაზიანებას, “2020NEWS“-თან ადასტურებს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი.

ამ ეტაპზე, შემიძლია გავრცელებული ინფორმაცია დაგიდასტუროთ, მეტს ვერაფერს გეტყვით“, – განუცხადა სააგენტოს ზურაბ დათუნაშილმა.

ცნობისთვის, ჭიდაობაში ჩხუბის ფაქტი პირველი შემთხვევა არ ყოფილა. 2017 წელს მსოფლიოს ჩემპიონ დავით ბედინაძეს სცემეს, გასულ წელს კი თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი გოჩა ჩორგოლიანი.

გოჩა ჩორგოლიანი ამ ჩხუბსაც შეესწრო. როგორც მანსპორტერთანგანაცხადა, გეგა და ლადო გეგეშიძეები ზურაბ დათუნაშვილის ძმას ურტყამდნენ. მისივე თქმით, მან დაინახა, თუ როგორ ჩაარტყა გეგა გეგეშიძემ ზურა დათუნაშვილს სახეში ბლაგვი საგანი.

ვინც დარბაზში იყო, ყველამ დაინახა ჩხუბი ვინ დაიწყო. გეგა და ლადო გეგეშიძეების ზონდერ ბანდის ფორმირების მწვრთნელ წევრები წამოესივნენ ზურაბ დათუნაშვილის ძმას. ზოგი აგინებდა, ზოგი ურტყამდა. ჩემი ყურით გავიგონე, როგორ იგინებოდა გეგა გეგეშიძე და ჩემი თვალით დავინახე სახეში რკინის ბლაგვი სხეული როგორ ჩაარტყა ზურა დათუნაშვილს. ამას ყველაფერს თქვენც დაინახავდით დანარჩენ მაყურებლებთან ერთად, მინიმუმ 500 კაცის თვალწინ ხდებოდა ყველაფერი, ნუთუ 50 კაცს მაინც არ ეყოფა ადამიანობა რომ ამ არაადამიანურ ფარსის დამთავრებას ხელი შეუწყოს და ეს ვაჟკაცი ბიჭებიც შარს და უბედურებას გადავარჩინოთ?” – განაცხადა გოჩა ჩორგოლიანმა.

ცნობისთვის, გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 2016 წლის 19 დეკემბერს გახდა. აღსანიშნავია, რომ გეგა გეგეშიძის სახელი 2016 წლის 22 მაისს სოფელ კორცხელში მიმდინარე შუალედური არჩევნებისას მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ის შს ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი იყო. ამასთან, გეგა გეგეშიძის ძმა, ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავესაქართველოს ნაკრების წევრი ვლადიმერ გეგეშიძე სოფელ კორცხელის ინციდენტის მონაწილეა.

“2020NEWS“