05 თებ 2019 15:11 5062

კახა კალაძემ და მისმა ცოლმა ტანსაცმელსა და აქსესუარებში 850 ათასი ლარი დახარჯეს

 

 

თბილისის მერის 2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, კახა კალაძემ და მისმა ცოლმა ტანსაცმელში, ფეხსაცმელსა და აქსესუარებში თითქმის, 850 000 ლარი დახარჯეს. 

ტანსაცმელში, ფეხსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული ხარჯი კალაძის დეკლარაციაში წელს პირველად მოხვდა.

გარდა ამისა,  2018 წელს კალაძემ 3 ავტოსადგომი და 2 ბინა იყიდა. ამ ქონებისთვის თბილისის მერმა ჯამში 1 943 839.4 ლარი გადაიხადა.

ქველმოქმედებაში დედაქალაქის მერმა გასულ წელს 330 000 ლარი დახარჯა.

გარდა ბინებისა, 2018 წელს კალაძემ 4 მანქანა შეიძინა (მათი საერთო ღირებულება 436 652.42 ლარია) და გაყიდა რამდენიმე - ფერარი, ბენტლი და ორი მერსედესი. ჯამში კალაძემ მანქანების გაყიდვით, დაახლოებით, 2 261 648 ლარის შემოსავალი მიიღო.

დეკლარაციის მიხედვით, კახა კალაძემ 2018 წელს უკრაინაში რეგისტრირებული 2 კომპანიის მეშვეობით დაახლოებით 2,282,497  ლარის შემოსავალი მიიღო, კიევში ბინების იჯარის მეშვეობით კი 566,202 ლარი.

დედაქალაქის მერს ყველაზე მსხვილი საბანკო ანგარიშები უცხოურ ბანკებში აქვს. ნაღდი ფულის სახით მერი 2018 წელს 27000 დოლარს, 15000 ლარს და 25000 ევროს ინახავდა.

პირველი რადიო

×