09 თებ 2019 22:40 4862

„ისეთი სიტუაცია შეიქმნება, შვილების გარეთ გაშვებისა შეგეშინდება“

ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხების შესახებ, «ალიას» ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი ესაუბრება.

- ბატონო გურამ, ჩემი განწყობაც ასეთია და საზოგადოებისაც, რომ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა იმ ჭაობიდან ამოსასვლელად, რომელშიც ვიმყოფებით, დროულად თუ არ ვიმოქმედეთ, შესაძლოა, სამუდამოდ აქ ჩავრჩეთ. ცაიტნოტში ვართ და თვეები კი არა, დღეებიც უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად თუ მოქმედებისთვის. ახალი წელი გადავაგორეთ და იანვარიც გაილია. შეპირებული აქტიურობა კი არ ჩანს იმ ხალხისგან, სახალხო ლიდერებისგან, ვისი იმედიც ხალხს შერჩენია, ვისაც, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ შეუძლია ამ ხალხთან ერთად ქვეყნის გადარჩენა. მათ შორის, თქვენ და თქვენს თანამებრძოლებსაც მიგიჩნევთ, რომლებიც ახალი სახალხო მოძრაობის შექმნის სათავეებთან დგახართ. რაშია საქმე? რატომ ფერხდება პროცესები? არადა, მგონია, რომ ფერხდება.

- ჯერ ერთი, პროპაგანდისტული საშუალებები არ გაგვაჩნია, მიზეზთა გამო. ჩვენი ძლივს ამუშავებული ტელევიზიის მუშაობა შეფერხდა და სხვა სიხშირეზე გვიწევს გადასვლა. ასეთი სუბიექტური მიზეზები არ დაილევა ამ ქვეყანაში. ასეთ წინააღმდეგობებს ის ხალხი გრძნობს, ვინც ამ ბრძოლის წინა ხაზზე ვართ და ვხედავთ, როგორ ჩამოგვეშლება ხოლმე ჩვენივე ნაშენი. ამ ეტაპზე რამდენიმე ადამიანმა მოვაღწიეთ ერთობას, მოხარული ვარ, რომ ამ ხალხთან ერთად ვარ ბრძოლაში, თითოეული მათგანი არის პატრიოტი, სერიოზული ჯარისკაცი, პირველ რიგში, თავისი ინტელექტით.

- ვინ არიან ეს ადამიანები?

- მე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გურამ ფალავანდიშვილი და ლევან ჩაჩუა. ჯერჯერობით, ესენი ვართ, ვინც შევეჭიდეთ ახალ მოძრაობას, ცალ-ცალკე ყველა ვიბრძოდით ერთი საქმისთვის, მაგრამ ახლა ერთად, ერთიანი გეგმით ვაპირებთ ამ ბრძოლის გაგრძელებას. ამ გეგმების რეალობად ქცევას. კი, მართლა რკინის ქალამნის ჩაცმა და დღე და ღამ გაუჩერებელი შრომა სჭირდება ჩვენს საქმეს... ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა არსებობისა. ისეთი მზაკვრული გეგმა მუშაობს ჩვენს წინააღმდეგ, დღითი დღე გვასუსტებენ, მოწადინებულები არიან, რაც შეიძლება მალე ჩაგვყლაპონ და მოგვინელონ. ჩვენი ერი საკუთარ რეალობას გაექცა და ყალბი დაპირებებით იკვებება. ხვალ-ზეგ შეიძლება აღარ ვიყოთ და შორს, ძალიან შორს ვიხედებით, იქნებ ჰორიზონტზე გამოჩნდეს გადარჩენის გზა, რა დროს ათწლეულებზე გათვლაა, ლამის უკვე გავთავდით. ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ხვალ და ზეგ რა მოგველის, იმაზე არ იფიქროს ხალხმა, კარს მომდგარ საფრთხეებზე არავინ არ ამოიღოს ხმა და თუ ამოიღო, ლაპარაკი ლაპარაკად დარჩეს, საქმე, პროტესტი არ მოჰყვეს. ამგვარი გარემოს შექმნას ხელს უწყობს ტელემედია, პარლამენტი, პრეზიდენტის განცხადებები და ბიძინა ივანიშვილზე აღარაფერს ვამბობ... ამ ადამიანს ვუყურებ, როგორც ჩვეულებრივ მსხვილი მასშტაბის აფერისტს, ამ კაცს ხალხის მოტყუება და მათი  წლობით მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, უმაღლეს დონეზე აქვს დაოსტატებული. ივანიშვილი ვაჭრული ბუნების კაცია და მოგებაზე მუშაობს. რასაც აკეთებს საქართველოში, ყველაფრიდან ხეირი აქვს. ეს ერთი მხარეა მისი ინტერესისა, რომ გააღატაკოს ქართველი ხალხი, დაიმონოს და ქვეყანას განვითარების შანსი საბოლოოდ მოუსპოს. რაც უფრო მეტად ღატაკდება ქვეყანა, მით უფრო მეტად მდიდრდება ივანიშვილი.

ახლა 4 მილიარდი ევრო  გამოუყო ევროკავშირმა საქართველოს უცხოელი მიგრანტების შემოსაყვანად და დასაბინავებლად. ასი ათასობით მიგრანტზეა ლაპარაკი და ეს ლაპარაკი მალე საქმედ იქცევა, თუ არ გავინძერით. აფრიკელი მიგრანტები... მაგათ შევეგუებით? ვერა, ვერ შევეგუებით. ქართველი გაჭირვებულს ყოველთვის იფარებდა, პატრონობდა, მაგრამ იმდენს და  ისე, რომ ქვეყანაში დემოგრაფიული სურათი არ იცვლებოდა ჩვენს საზიანოდ, დომინანტი ერი ვიყავით და დღემდე ვრჩებით ჩვენსავე მიწაზე. ეს აფრიკელები სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნიან. ეს გამოიწვევს სისხლისღვრას.

- სადაც ჩავიდნენ აფრიკელი მიგრანტები, ყველა ევროპულ ქვეყანაში თავიანთი კვარტლები შექმნეს, პოლიცია შიშით ცხვირს ვერ ჰყოფს იქ, მათ ხარჯზე  არაერთი სახის კრიმინალმა მოიმატა, ნარკოვაჭრობამ, გაუპატიურებამ, პედოფილიამ, გამოსასყიდის მიზნით ადამიანების გატაცებამ. აქაც ასე იქნება.

- კი, აქაც ასე იქნება, მაგრამ ფიქრობს ამაზე ვინმე? ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკუთარი თავისა და ოჯახების გარდა არაფერი ანაღვლებთ, უკაცრავად და, ცალ ფეხზე ჰკიდიათ, რა მოხდება, ჩვენი ხალხი რა დღეში ჩავარდება. ამ მიგრანტების შემოყვანას თან მოჰყვება ვალდებულებები. მათ უნდა შეუქმნან ღირსეული საცხოვრებელი პირობები, მერე ასევე ღირსეულად უნდა დაასაქმონ. ცოტა ხნის მერე კი, ნელ-ნელა, ისინი ჩაანაცვლებენ პოლიციელებს, სპეცსამსახურებს, დასაქმდებიან სხვადასხვა საჯარო სფეროში, მერე მათ აირჩევენ დეპუტატებად, მინისტრებად დანიშნავენ და ქართველის ადგილი აღარ დარჩება ამ ქვეყანაში და ვინც დარჩება, მეორეხარისხოვანი მოქალაქე იქნება. განათლების სისტემა გვაქვს ისეთი, უკეთესს ვერც იფიქრებ.

- ჯერ რა განათლების სისტემა გვაქვს და საშუალო სკოლებში სავალდებულო საატესტატო გამოცდები გააუქმეს. გაუნათლებლობამ დაღუპა ეს ქვეყანა და კიდევ ეს გვინდოდა? ეს გაუნათლებელი ხალხი რომ წამოვა, მაგათ მინისტრებად არ დანიშნავენ და ადგილობრივი და აქ დამკვიდრებული უცხოური ელიტის მსახურები იქნებიან. ტაქსის  მძღოლს არ უნდა განათლება, არც სასტუმროს მომსახურე პერსონალს, არც ხელოსანს, არც ოფიციანტს... განათლებულები იქნებიან ელიტის, მოსახლეობის 10 პროცენტის, მდიდარი და გავლენიანი ადამიანების შვილები, ისინი უცხოეთში მიიღებენ განათლებას, ჩამოვლენ და მათ ხელში იქნება სახელმწიფოს სადავეებიც და ბიზნესიც. არ მეთანხმებით?

- კი, ბატონო, მიზანმიმართულად კეთდება ეს ყველაფერი, გაუნათლებელი ადამიანი უპრეტენზიოა, არ გააჩნია მაღალი მიზნები და მცირედს სჯერდება. ასევე, ზოგადად განათლების დონე რომ დაეცეს, ეს იმიტომ კეთდება. განათლებულმა ადამიანმა უკეთ რომ იცის ჩვენი ქვეყნის ისტორია, ამ ქვეყნის ფასი, ხედავს იმ საფრთხეებს, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ და რაც კიდევ სხვა არის. ეს საკამათოა? არა, ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება, მაგრამ გვიმტკიცებენ, ეგრე არა, ჩვენ რომ ვამბობთ, ისეაო.

- თბილისი რომ ვახტანგ გორგასალმა დააარსა, ბევრმა ახალგაზრდამ არ იცის და მალე, თბილისი საქართველოს დედაქალაქი რომ არის, ბევრს ეს არ ეცოდინება.

- ეგრე იქნება, სამწუხაროდ. ლამის გული გამისკდეს, ზოგჯერ ისეთ რაღაცებს ვისმენ ჩვენი ახალგაზრდებისგან. საბედნიეროდ, ყველას არ ეხება და არიან განათლებული, პატრიოტი ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან, შეუძლებელიც კი გააკეთონ ამ ქვეყნისთვის, ყველაფერი გაიღონ, რაც გააჩნიათ. აი, ასეთი პატრიოტები რომ გამოილიონ ნელ-ნელა, ქვეყანას დამცველი და გულშემატკივარი აღარ ჰყავდეს, ამისთვის კეთდება ესეც. მიგრანტების შესაძლო შემოსვლას დავუბრუნდები. ეს იქნება ნაღმი, რომელიც აუცილებლად აფეთქდება. მათ შემოსვლას მოჰყვება კანონების შეცვლა მათ სასარგებლოდ და დასაცავად. ისინი გახდებიან პრივილეგირებულები ჩვენს ქვეყანაში, უბატონოდ ხმას ხომ ვერ გასცემ და ნებისმიერი ხისტი გამოვლინება ქართველის მიერ მათ მიმართ, ნებისმიერი პრეტენზია, რაც არ მოეწონებათ, იქნება დასჯადი. კი, ბატონო, კრიმინალი მოიმატებს კატასტროფულად, ვიღაცის დედას, დას, შვილს გააუპატიურებენ, სხვა დანაშაულებზე არაფერს ვამბობ და ამას მოითმენს ხალხი? ერთი და ორი თუ მოითმენს, მესამე არ მოითმენს და ატყდება სისხლისღვრა. წავა მკვლელობები. იმ კვარტალებსაც შექმნიან, თქვენ რომ თქვით და მერე, გაუჩნდებათ სხვადასხვა ინტერესები, ჯერ კრიმინალის დონეზე დაიწყებენ გავლენის სფეროების გადანაწილებას, მერე ბიზნესში მოუნდებათ ცხვირის უკანონო ჩაყოფა და კრიმინალური გზით ეცდებიან ბიზნესმენთა შევიწროებას, ქართველთა ქონების დაპატრონებას. ისეთი სიტუაცია შეიქმნება, შვილის გარეთ გაშვებისა შეგეშინდება. ადგება ქართველობა და წავა საქართველოდან და ვინც წავა, მათ ადგილს ეს აფრიკელები დაიკავებენ, ვინც არ წავა და დარჩება, ომს გამოუცხადებს მიგრანტებს და ეს იქნება სამამულო ომი, ომი თავისა და სამშობლოს გადასარჩენად და ვერ გაამტყუნებ იმ ქართველს, ვინც ამ ომში იომებს. საქართველო გეოპოლიტიკური მდებარეობით ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა. აქედან მიბჯენილია შავ ზღვაზე, იქიდან რამდენიმე გადასასვლელი აქვს ჩრდილოეთ კავკასიაში, გზაჯვარედინია ევროპა-აზიისა. ჩვენმა მეზობლებმა ეს კარგად იციან, ჩვენ დაგვავიწყა ეს ჩვენმა განათლების სისტემამ. ახლა დავფიქრდეთ. მთელ კავკასიაში საქართველო იყო მაგალითი სხვა კავკასიური ერებისთვის, ჩვენ ვიყავით ლიდერები და სხვადასხვა დროს, გამაერთიანებლები კავკასიური ერებისა. ეს მათ ძალიან კარგად იციან და ახსოვთ ყველაფერი. ახლა ეს კავკასიური ერები გაიგებენ, რომ ქართველებმა დროშა დაუშვეს, თმობენ მიწას და მას უნდა დაეპატრონონ გადამთიელები, აფრიკელები. რას გააკეთებენ? რომელი მათგანი დაუთმობს ამ მიწას ნიგერიელებსა და იამაიკელებს, მითხარით? ამ უზარმაზარ ეთნო-რელიგიურ ცვლილებას აუცილებლად მოჰყვება კავკასიური ომი, კავკასიური ერები ეცდებიან, ბრძოლის გზით, აფრიკელებს არ დაუთმონ ჩვენი მიწები და თავად დაეპატრონონ და ცხადია, აფრიკელებთან არა, ჩვენთან მოუწევთ ეს ომი. აი, ამხელა საფრთხის წინაშე გვაყენებს ეს უწიგნური ხელისუფლება. ამათ, ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამ საქმეში ერთადერთი სადარდებელი აქვთ, იმ 4 მილიარდიდან რაც შეიძლება მეტი «მოტეხონ» და ჩაიჯიბონ. მერე მარტო ეგ 4 მილიარდი არ იქნება, ეს პირველ ეტაპზე და მერე და მერე, კიდევ დაეხმარება ევროპა აფრიკელ მიგრანტებს, კიდევ ბევრ მილიარდს მისცემენ საამისოდ ჩვენს ხელისუფლებას. მოკლედ, პირდაპირ პირუტყვის განათლების დონის ადამიანები სხედან ხელისუფლებაში მაღალ-მაღალ პოსტებზე, საკუთარ თანამდებობას რომ ვერ ასახელებენ, ისეთები და ამგვარი ფაქტი ჩვენ ვნახეთ ტელევიზიით - შსს- დეტექტივების დეპარტამენტის უფროსმა საკუთარი თანამდებობა ვერ დაასახელა.

- და ამ კაცმა და მისმა დეპარტამენტმა უნდა გამოიძიონ მაღალინტელექტუალური კრიმინალების მიერ, თვეების მანძილზე უზადოდ  დაგეგმილი ორგანიზებული დანაშაულები.

- კი, წესით, უნდა გამოიძიონ, მაგრამ რასაც იძიებენ, კი ვხედავთ, ახლა, ამ კაცს და ამნაირებს, რომ უთხრა, ცოტა ხანში, მიგრანტები ჩაგანაცვლებენ, შენ სახლში წახვალ და შენს ადგილზე ის იმუშავებსო, გაეცინება, ვერ მიხვდება, რას ეუბნები. ინტელექტის ნატამალი არ გააჩნიათ, უცოდინრები არიან, საიდან მოიყვანეს, სად მოძებნეს... ამათ რომ უთხრა, ბიუჯეტის შესავსებად ადექი და სვეტიცხოველი გაყიდეო, გაყიდიან. შეიძლება არც იცოდეს სვეტიცხოვლის მნიშვნელობა და დავუშვათ და იცის, იტყვის, მერე რა მოხდა, ყველაფერი იყიდებაო. ამათი ათეისტური, ლიბერასტული აზროვნებისთვის ესეც მისაღებია, ამასაც აიტანს. სამწუხაროდ, მოაზროვნე, ინტელექტუალური ადამიანების უდიდესი უმრავლესობა უცხოეთშია ემიგრაციაში, აქ ცოტანი დარჩნენ და ვინც დარჩნენ, მცირედის გარდა, ბიძინა ივანიშვილის მონებად იქცნენ, ივანიშვილი მათ ფულს უხდის და ისინი ჩუმად არიან. ეს დუმილი ოქრო კი არა, ქვეყნის ღალატია, ჯგუფური ღალატი.  კაცი მონდომებით ანგრევს ქვეყანას, მომავალს უსპობს, შენს შვილებს უსპობს მომავალს და განვითარების შანსს, ამაზე ხმას იმიტომ არ იღებ, რომ ივანიშვილი ფულს გიხდის. შენ ვინ ხარ? ამ დანაშაულის თანამონაწილე ხარ, მარტო მდუმარებით კი არ ეთანხმები მის მოქმედებას, თანამონაწილე ხარ, რადგან ამ დუმილში ფულს იღებ. არადა, ამათგან ყველა ხვდება, რომ ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგას, უფსკრულის პირას ვდგავართ და სადაცაა გადავიჩეხებით. სხვა გზა აღარ დარჩა, ქვეყნის გადასარჩენად ხალხმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. აქაც არიან და ემიგრაციაშიც ისეთი ადამიანები, რომლებიც თავს შესწირავენ ამ ქვეყანას, ჯერ კიდევ გვაქვს რესურსი, რომ შემოვაბრუნოთ ყველაფერი. ერთბაშად არა, მაგრამ ნელ-ნელა და ამ ჭაობიდან ამოვიდეთ.

- რა ეტაკა ამ ბიძინა ივანიშვილს, ბატონო გურამ? თავად პრემიერ-მინისტრი რომ იყო, იმ პერიოდში ასე ღიად არ დაპირისპირებია ხალხს. ვერც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდზე ვიტყვით, რომ ასეთი მონდომებით ებრძოდა ხალხსა და ქვეყანას. კი, იმ პერიოდში მიიღეს «ანტიდისკრიმინაციული კანონი» და სხვა ბევრი სისულელეც ჩაიდინეს, მაგრამ ხალხის ნდობა ჰქონდა, ქვეყნის მტერს არ ეძახდნენ. მერე და მერე მთლად წავიდა ხელიდან.

- ვერ დაგეთანხმებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლიდან დაიწყო ანტიქართული და ანტიხალხური ქმედებები. თავად განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას აფინანსებდა და ხალხს რომ ეგონა, ჯორჯ სოროსი ახარჯებდა ფულს «ნაცმოძრაობას», ეს მისი ფული იყო. მარტო საჯარო მოხელეების ჯამაგირის ფულს არ იხდიდა მაშინ ივანიშვილი, ქვეყნისთვის არასასურველი ბევრი პროექტი დააფინანსა. ეს არ შეუწყვეტია არც მაშინ, როდესაც პრემიერი გახდა და დღესაც იგივეს აკეთებს. 2012 წლამდე თუ საკუთარი ფულით აკეთებდა ანტიქართულ საქმეებს, მას შემდეგ დღემდე ამას ბიუჯეტისა და დასავლეთის ქვეყნების ფულით აკეთებს.

- რა უნდა? ასეთი მონდომებით რატომ ანგრევს ივანიშვილი ამ ქვეყანას? მართლა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მძევალია, მათი დაკვეთით აკეთებს ამას თუ საკუთარი სურვილით აკეთებს ამდენ სიბინძურეს?

- ეს არის რუსეთში «მოჩალიჩე» ბიზნესმენი, რუსეთის საზოგადოებამ ის გამოდევნა, იქ, შესაძლოა, ბიზნესი აქვს, მაგრამ არ ჩაესვლება, ჩამოვიდა და აქ შეაფარა თავი. თან ისეთი თამაში წამოიწყო ამ ვითომ მეცენატობით, ძალიან შეტოპა და შეტოპა პოლიტიკაში. იმ ძალებმა, ვის ხელშიც აღმოჩნდა ივანიშვილი, მისი კაპიტალი, დაავალეს იმის კეთება, რასაც აკეთებს. თავად პიროვნულად, არის ამაზე ხელმომწერი. ივანიშვილისნაირ ადამიანებს სამშობლო არ გააჩნიათ. ივანიშვილი არ არის რუსი ოლიგარქი, ეს არის ქართველი, საქართველოს გამტყავებელი  ოლიგარქი. კი, სამება აგვიშენა და ვიღაცას ჯიბეში ფული ჩაუკუჭა, მაგრამ მისი დანარჩენი ქმედებები, სხვა ყველა ნაბიჯი ტიპურად ოლიგარქიულია. ხარჯავს ლარს და უკან იღებს 10 ლარს. ფულს აკეთებს ამ ქვეყანაში, ეს ფაქტია და რომელ მეცენატობაზეა ლაპარაკი. წარმოიდგინეთ, რამხელა ბიზნესია, საქართველო რომ გაყიდო? ამაზე მეტ მოგებას სად ნახავს, მეტ ფულს სად და როგორ იშოვის? ყიდის კიდეც ნაწილ-ნაწილ და დიდი მონდომებით. ვაჭრის ფსიქოლოგია აქვს. გლობალიზაცია მაინც შეჭამს საქართველოს, ეს ქვეყანა ვერ გადარჩება და რაღა სხვამ აკეთოს ფული, მე გავაკეთებო, ამას ფიქრობს. ასეთი პლებეური აზროვნების ხალხი მოვიდა ხელისუფლების ზედა ფენებშიც, ვაჭრული ფსიქოლოგიისა. გამოხრეს ქვეყანა, გააღატაკეს ხალხი და თავად უსაშველოდ მდიდრდებიან. ამ ხალხს მატერიალურის გარდა, არაფერი აინტერესებს. კომუნისტურ საქართველოში იყვნენ ასეთები, არც სამშობლო, არც მაღალი ღირებულებები, ფულისა და ქონების მეტი არაფერი არც მათ აინტერესებდათ. რუსულ სკოლებს ამთავრებინებდნენ შვილებს, რაც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქართულ განწყობას კლავდა იმ ახალგაზრდებში, ეროვნული ღირებულებები არ აინტერესებდათ. გადახედეთ, იმათი შთამომავლებით არის გავსებული ხელისუფლება, ანტიეროვნულობა, ეტყობა, ზოგის ოჯახური ტრადიციაა. ევროპა მიხვდა, რომ უკვე ამოწურეს ლტოლვილების მიღების რესურსი. რაც მიიღეს, ბევრი იმასაც ნანობს. ამიტომ გადაწყვიტეს, შემოგვტენონ ჩვენ და მოაყოლონ ის 4 მილიარდი. საუკუნეების მანძილზე არ გახსენებია ევროპას საქართველო, რამდენჯერ მიგვატოვეს და მოგვატყუეს, როდესაც გვიჭირდა და დღეს დავჭირდით, რომ თავიანთი ტვირთი ჩვენ აგვკიდონ. კი, ეს აფრიკელი ლტოლვილები მათი ტვირთია, უპრიანია, ევროპელებმა არჩინონ. ჩვენ არ გვქონია კოლონიები აფრიკაში, ჩვენ არ გვიძარცვავს აფრიკის ქვეყნები და იქიდან ოქრო, ალმასი, ნავთობი სხვა ძვირფასეულობა და სიმდიდრე არ გამოგვიზიდია, არც ომით და უბედურებით არ წამოგვიღია, აფრიკული ქვეყნების ბუნებრივი რესურსები არ აგვითვისებია და იქაური ბავშვები არ ამოგვიხოცავს შიმშილით, სამოქალაქო ომები და სახელმწიფო გადატრიალებები არ დაგვიფინანსებია, რის შედეგადაც ასეულობით მილიონი ადამიანი განადგურდა. ამას აკეთებდნენ ბრიტანელები, ფრანგები, ესპანელები, ბელგიელები... ჩვენ რა შუაში ვართ? არავისი არაფერი გვმართებს. ევროპა გმინავს, ეს ღიად არ ჩანს, მაგრამ მალე გამოჩნდება. ევროსხეული ვერ გუობს აფრიკელ მიგრანტებს. რას არ აკეთებენ, მათი ადაპტაცია რომ მოახდინონ ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ არ გამოსდით. ჰა, აფრიკელ მიგრანტთა 10 პროცენტის ადაპტირება თუ მოახდინეს, დანარჩენებმა დიდი პრობლემები შეუქმნეს ევროპელებს, პირველ რიგში, კრიმინალის თვალსაზრისით. ბოლოს ევროპელმა კაცმა როდის გააუპატიურა ქალი, მგონი, აღარ ახსოვდათ და ახლა ეს ჩვეულებრივი ამბავია ევროპაში. ნახევრად ველურ ტომებს რომ შეუშვებ ქვეყანაში, სხვას რატომ უნდა ელოდო? ჩვენ რას გვემართლებიან, მე ეს მადარდებს, თორემ ევროპა ბოლოს მიხედავს თავის თავს. არა მხოლოდ აფრიკელი, ზოგადად, მიგრანტების მასობრივი შემოდინება  საქართველოში, რუსეთს სამხრეთ საზღვარზე სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. გითხარით, შესაძლოა, აფეთქდეს კავკასია და აფეთქებული კავკასია რუსეთისთვის უდიდესი პრობლემაა. რუსეთი უბრძოლველად არავის არაფერს დაუთმობს. ბრძოლისუუნარო ქვეყნად უნდათ ჩვენი გადაქცევა, სადაც ქართველების რაოდენობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი და აქეთკენ მიდის ყველაფერი, საბოლოოდ ყველაფერი საამისოდ კეთდება. ღმერთმა ნუ ქნას, ამას მიაღწიონ და მერე, თავისი ნაჭერი ტორტიდან თურქეთს მოუნდება, ირანელებისთვის აღთქმულ ქვეყანასავითაა გურჯისტანი, ირანის ოდინდელი ოცნებაა, შემოვიდეს აქ და შავ ზღვაზე გაყოს ცხვირი. ამაზე დღეს არა მხოლოდ ოცნებობენ, მოქმედებენ კიდეც. ამ ქვეყნების ამ ამბიციებს არ შეეგუება რუსეთი და წარმოიდგინეთ, რა ჯახთან გვექნება საქმე და რა უბედურება დაგვემართება საბოლოოდ. აი, აქეთკენ მივყავართ იმ პოლიტიკას, რასაც დასავლეთის დაკვეთით ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს. რკინის ქალამნის ჩაცმა მოგვიწევს, რომ თითოეულ ქართველამდე მივიტანოთ ეს ყველაფერი, ხალხმა გაიცნობიეროს ეს საფრთხეები. ამათ დადგმულ სპექტაკლებში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რომ «ქოცები» თუ არ იქნებიან, «ნაცები» მოვლენ და ბიძინას ხელის ბიჭი, მიშა ევროპიდან მოდის და რევოლუციის მოწყობას აპირებს, ეს არ უნდა  ჭამოს ხალხმა. რაც ზემოთ ვთქვი, ის არის მთავარი პრობლემა, მიგრანტთა ამ ტალღის შეჩერება, ეს დაგვღუპავს და არავინ თქვას, რომ მას არ შეეხება. ეს ყველას შეგვეხება. კრიმინალმა არ იცის გარჩევა და თუ ვინმეს ერჩის, პირველ რიგში, მაღალ სოციალურ ფენებს, ვისაც არ ჰგონია, რომ არ შეეხება, ზუსტად მათგან დაიწყება.  ლამის მთელ ევროპაში აფრიკელები ავრცელებენ ნარკოტიკს და აქაც ეგრე იქნება. ვინმე იტყვის, რომ ეს მის ოჯახს არ შეეხება? ვინმე იტყვის, რომ მისიანს არ გააუპატიურებენ? ვერავინ ვერ იტყვის. არც ახლა გვაკლია ნარკოტიკი, მაგრამ მერე უფრო მეტი და უფრო ხელმისაწვდომი იქნება, გაიყიდება აფრიკულ კვარტალებში, რომელთაც ჩვენი სამართალდამცველები, გულით რომ მოინდომონ, ვერ გააკონტროლებენ. მაღალგანვითარებულ ევროპულ ქვეყნებში ვერ ერევიან ამათ მაფიას და ჩვენ მოვერევით? ამ მოსალოდნელ უბედურებას ხალხმა დროზე უნდა ჩახედოს თვალებში, დროზე უნდა დაეშვან მიწაზე, რაც დროულად დაეშვებიან, უკეთესი, მერე შეიძლება გვიანი იყოს და აზრი არ ჰქონდეს. რაც დათესა ახალგაზრდებში ამ ნეოლიბერალურმა განათლების სისტემამ, ის მივიღეთ, არასერიოზული დამოკიდებულება აქვს ახალგაზრდობას ნებისმიერი სერიოზული, სახელმწიფოებრივი საკითხისა და საფრთხის მიმართ, სიცილ-ხარხარში გაგიტარებენ ყველაფერს, თითქოს მათ არ ეხებათ და ეს გაუნათლებლობის ბრალია სწორედ. ეჭვით გიყურებენ, როდესაც ასეთ საკითხებზე საუბრობ, თითქოს რაღაც უცხო სხეული ხარ. ამაზე მუშაობენ ტელევიზიები, სახელმწიფო, .. ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები და ახალგაზრდობის დიდი ნაწილი გამოაშტერეს, სამშობლოს განცდა არ გააჩნიათ, კარგად იყონ და მათთვის სულ ერთია, სად იცხოვრებენ. ქვენა გრძნობების თავისუფლება გააიგივეს თავისუფლებასთან, რასაც მართლა თავისუფლება ჰქვია. სკოლის სახელმძღვანელოები გადავიკითხე და გაყალბებულია საქართველოს ისტორია, ტენდენციურად არის გაშუქებული ისტორიული ფაქტები და მოვლენები, ეს შექმნილია სერიოზული მეცნიერების მიერ. როგორ იკადრეს? განა რა გადაუხადეს ეგეთი? არადა, ვინ არის, იცით, ეს ხალხი? ეროვნული მოძრაობის დროს, მზად რომ იყვნენ, სამშობლოსთვის თავი გაეწირათ. დღეს მათ ბიძინა ივანიშვილი უხდით და ყველა სიბინძურეს წერენ და ხელს აწერენ. «გაუყალბე ადამიანებს ისტორია და ერთი თაობის შემდეგ მათგან მივიღებთ ბრბოს, ხოლო კიდევ ერთი თაობის შემდეგ მათი მანიპულირება ნახირის მართვაზე მარტივი გახდება», - ეს იოზეფ გებელსმა თქვა, გერმანელი ფაშისტების მთავარმა იდეოლოგმა და ერთი-ერთში აკეთებენ ამას ეს ლიბერალებად წოდებული ადამიანები. ესენი ფაშისტებისგან არ განსხვავდებიან, გნებავთ გარეული და გნებავთ შინაური ლიბერალები. სწორედ ქართველი ერის ნახირად გადაქცევა უნდათ, რომ იოლად მართონ.

გახსოვთ, საყდრისი რომ ააფეთქეს და ბარბაროსობა ჩაიდინეს? მთელი ინტელიგენცია დამწკრივდა და ერთხმად აცხადებდნენ, დიდი არაფერი მომხდარა, საყდრისი ისტორიული ძეგლი არ არის, ეს სტატუსი მოხსნილი აქვს და არც განსაკუთრებული ღირებულება აქვს ამ ოქროს მაღაროსო. ამას აცხადებდა ის ხალხი, რომელიც ცოტა ხნის წინ გვიმტკიცებდა, რომ საყდრისის მაღარო უძველესია მსოფლიოში და იქიდან ამოღებული თითოეული ნივთი უნიკალური, შეუფასებელი, ისტორიული ღირებულებისააო. ამ ხალხმა «გაუპრავა» ბიძინა ივანიშვილს ეს ბარბაროსობა. მაგათ ფული გადაუხადე და თეთრზე ისე იტყვიან შავიაო, წარბი არ შეუტოკდებათ.

ახლა გამოვარდა სალომე ზურაბიშვილი და განგვიცხადა, რომ თურმე ახლა ნატოში ისე სერიოზულად გვიყურებენ, როგორც არასდროსო. მიშამ რომ დაიწყო, ისევ იმ ფირფიტას გვიტრიალებენ. ნატოს პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ არაერთხელ განგვიცხადა, რომ საქართველოს ახლო მომავალში ნატოში გაწევრიანების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, იგივე გაიმეორეს ნატოს გავლენიანი წევრი ქვეყნების ლიდერებმა და სალომე ზურაბიშვილი გვატყუებს, დღეს ნატოში გაწევრიანების ისეთი  რეალური შანსი გვაქვს, არასდროს რომ არ გვქონიაო. რა ჰგონია სალომე ზურაბიშვილს, საქართველოში მედია არ არსებობს, ინტერნეტი არ არის და ისევ ტელეგრაფის ეპოქაში და საბჭოთა კავშირში ვცხოვრობთ? განსხვავებული აზრი ჩვენამდე ვერ მოაღწევს? რაღაცას რომ ამბობ პრეზიდენტი ქალი, ხომ უნდა დაფიქრდე? სირცხვილია, რა! 

- ბატონო გურამ, ამ ორგანიზაციის სათავეებთან ვინც დგახართ, რომლის შექმნასაც აპირებთ, მხოლოდ 5 კაცი ჩამოთვალეთ. სიმართლე გითხრათ, მეცოტავა, მეტს ველოდი. კი, ვიცი, რომ ბევრ ორგანიზაციასთან თუ კონკრეტულ პირთან იდეოლოგიური და სხვა მიზეზების გამო ვერ შეთანხმდით, მაგრამ ამ ეტაპზე მეტი თანამოაზრე და თანამებრძოლი ვერ მოძებნეთ ამხელა ქვეყანაში?

- საზოგადოება ვისაც იცნობს, ვისაც ენდობა და ვისაც შეიძლება ლიდერი ვუწოდოთ, ჩემი გამოკლებით, ისინი დაგისახელეთ. ვაპირებთ რეგიონებში გასვლას, უნდა დავაყენოთ საქართველო ფეხზე. დრო  მართლა აღარ ითმენს, ხვალ-ზეგ შეიძლება გვიანი იყოს. მინდა ვთხოვო საზოგადოებას, ვინც გვერდში არ დაგვიდგება ქვეყნის გადარჩენის საქმეში, მაინცდამაინც, ზურგში დანას ნუ ჩაგვარტყამენ, ღირსეულად გვებრძოლონ, თუ ჩვენთან ბრძოლას დააპირებენ.

- თქვენთან ბრძოლა უკვე დაწყებულია, ხან ვის აგენტად გამოგაცხადეს და ხან - ვისი. «ქართული ოცნება» და სუს- ცდილობენ თქვენს დისკრედიტაციას.

- ვიცი, მაგან, მგონი, უკვე ჩაიარა, ახლა ჩემი ფესვებისა და გენეალოგიის შესწავლა დაიწყეს და ვიღაცებმა დაადგინეს, რომ სომხური წარმოშობისა ვარ. ახლა რა ვუპასუხო ამ კრეტინებს? თუ ვინმეს აინტერესებს, მამით რაჭველი ვარ, დედით - იმერელი.

- როდესაც არანაირი სხვა არგუმენტი არ გაგაჩნია, ადამიანის დისკრედიტაციისთვის, ბოლოს მის ეროვნებას მიადგები, ეგ ცნობილი და ოდინდელი მეთოდია და დღეს  სპეცსამსახურებიც იყენებენ. გაუვრცელე ჭორი, რომ მავანი არ არის ქართველი და მისი პატრიოტიზმიც ეჭვქვეშ დადგება. თანაც, ჩვენში ამას ის ადამიანები აკეთებენ, ვისაც ქართველობის რცხვენიათ და ნანობენ, რომ საქართველოში დაიბადნენ და არა საფრანგეთში ან ამერიკაში.

- კი, ბატონო, ეგრეა, არასერიოზულია, მაგრამ  უსიამოვნოა, ასეთ რაიმეს რომ გაბრალებენ. ეს არის ხელისუფლებაში მყოფი მდაბიო ადამიანების მოფიქრებული და მათსავით მდაბიოების გავრცელებული. ახლა ადამიანს პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოს რომ გაუვრცელებ, იმათ რა უნდა ელაპარაკო? ადრე ეს რომ ვინმეს გაეკეთებინა, საზოგადოება მკაცრ პასუხს მოსთხოვდა გამავრცელებლებს და არა იმას, ვინც ვიდეოში ფიგურირებს. დღეს ვიღაცები კი იმის ზნეობაზე ლაპარაკობენ, ვისი ვიდეოც გავრცელდა. ეს უკვე ავადმყოფური აზროვნებაა. ამ ყველაფერს ავრცელებს ბიძინა ივანიშვილი. «ნაცები» არ კადრულობდნენ ამას, კი, მათ დროს არის გადაღებული, მაგრამ არ გაუვრცელებიათ. ესენი იმათ გადაღებულებს ხომ ავრცელებენ, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ვისზეც კომპრომატები სჭირდებათ, მათ უსმენენ, უთვალთვალებენ, უღებენ და მათ შორის პირადი ცხოვრების დეტალებსაც. არ არსებობს სიბინძურე, ესენი რომ არ წავიდნენ.

- ღმერთმა ქნას, თქვენმა აქტიურობამ შედეგი გამოიღოს, იმაზე მეტი ხალხის გამოყვანა შეძლოთ, ვიდრე ელით. რა იქნება თქვენი პირველი ნაბიჯები?

- პირველ რიგში, «საზოგადოებრივი მაუწყებლის» საკითხი უნდა მოგვარდეს, იქიდან უნდა მოშორდნენ ვასილ მაღლაფერიძე თავისი ურდოთი, გოგელია, თავისი გადაგვარებული, ლგბტ ბორდით, მათ უნდა მიჰყვნენ ის უსაქმურები და არაპროფესიონალები, ვინც ან არაფერს აკეთებს ან აკეთებს და უხარისხოს და ამაზრზენ გადაცემებს. 12 წელი ვმუშაობდი მანდ და ძალიან კარგად ვიცი, ვინ არის პროფესიონალი. უმთავრესი კი განათლების სისტემის შეცვლაა. არაფერს აზრი არ ექნება, თუ ის არ შეიცვალა, განათლებაში დიდი ფული თუ არ ჩაიდო და სწორი გეზი და მიმართულება არ მიეცა ამ სფეროს. განათლება უნდა გამოვგლიჯოთ ხელიდან ამ ხელისუფლებას.

- და ეს როგორ უნდა მოხდეს? განათლების მინისტრი უნდა შეიცვალოს? ახალი მოვა და იგივეს და უარესებს გააკეთებს.

- ჩვენ გვექნება პროექტები, როგორ უნდა შეიცვალოს განათლების სისტემა, ტელემედია, კულტურის სამინისტროს პრიორიტეტები რა უნდა იყოს და .. სერიოზული პროფესიონალები გვყავს გვერდში, გამოცდილი ინტელექტუალები, ვინც ამაზე მუშაობენ უკვე წლებია, აქვთ თავიანთი ხედვები და კონცეფციები და პროექტებსაც დადებენ. მე ვინც ჩამოვთვალე, ის 5 კაცი, ჩვენ ვართ ჯარისკაცები, ვინც პირველ დარტყმას მივიღებთ.

- თუნდაც განათლებისა და კულტურის სფეროში, ამ ხელისუფლებას მრავალი პროექტი მიუტანეს სხვადასხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, ორგანიზაციებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, მაგრამ ყველას ხელი აუკრეს, არ მიიღეს, რასაც უნდა, იმას აკეთებენ, მიზანმიმართულად ანადგურებენ განათლებასაც, კულტურასაც და ნებისმიერ სხვა სფეროსაც. თქვენც იმავეს გაგიკეთებენ, იმ პროექტებს საერთოდ არც კი წაიკითხავენ ჩვენი მინისტრები და დეპუტატები. რა აზრი აქვს, ამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან საერთოდ, ეროვნულ თემებზე, ეროვნულ ღირებულებებზე საუბარს? ამათ მარტო ლიბერასტული ენა ესმით. ესენი უნდა აიძულო, რაიმე შეცვალონ, სხვა ენა არ ჭრის ამათთან. საუკეთესო ვარიანტი კი, თუ ხალხი გამოვიდა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და «ქოცებისა» და «ნაცების» ერთად მოშორებაა, ჩემი აზრით.

- მთავარია, ხალხი გამოვიდეს და წავალთ მაგაზე, მოვითხოვთ მთავრობის გადადგომას და  ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. უკან არ დავიხევთ, გამოგვეცალა ეს ქვეყანა ხელიდან და ენის მოჩლექით არავის არ დავუწყებთ ლაპარაკს.

- კონკრეტულად როდის იწყებთ ხალხში გასვლას, «საზოგადოებრივ მაუწყებელთან» დაგეგმილ აქციას თუ არ ჩავთვლით?

- ხვალ, ზეგ, მაზეგ... არ ვაპირებთ დახანებას. მე და ლევან ჩაჩუა ჩავდივართ იმ კვირაში ერთ რეგიონში, სხვები სხვაგან ჩავლენ და ასე მოვივლით მთელ საქართველოს.

- რეგიონული და რაიონულ ორგანიზაციებს როდის ჩამოაყალიბებთ? ის ხალხი უკვე შერჩეული გყავთ, ვინც მათ უნდა ჩაუყენოთ სათავეში?

- ეს პროცესი უკვე დაწყებულია და თანდათან ყველაფერი გაკეთდება. წესიერ, პატიოსან ხალხს ვარჩევთ, ვისაც ხალხი ენდობა, შეიძლება ითქვას, შერჩევის პროცესში ვართ. თავადაც გვეხმიანებიან რეგიონებიდან და უმეტესად ის ადამიანები, ვინც «ქართული ოცნება» მოიყვანა ხელისუფლებაში და მერე, მოიშორეს ეს ხალხი და «ნაცებით» ჩაანაცვლეს. ეს რესურსი დაგვიდგება გვერდზე, პატრიოტი, თავდადებული, მებრძოლი ადამიანები არიან და ეს უკვე დაამტკიცეს «ნაცებთან» მრავალწლიანი ბრძოლით.

- თქვენს ორგანიზაციას რას დაარქმევთ?

- ჯერ სახელწოდების შერჩევის პროცესში ვართ. ეს პარტიებისა და პიროვნებების გაერთიანება იქნება.

- «ქართულ მარშთან» გაერთიანება ვერ მოახერხეთ?

- ორგანიზაციულად არ გავერთიანებულვართ, მაგრამ  როგორი რაღაცაა, იცით? «ქართული მარშის» ლიდერებიდან რამაზ გაგნიძე  ჩვენთან არის, კოკა მორგოშია ჩვენ გვიჭერს მხარს. ვისაც უნდა, გვეკონტაქტოს და მოვიდეს...

ალია“ #4, ლევან ჯავახიშვილი

 

 

×