10 თებ 2019 12:43 3074

29 წლის ბიძამ 12 წლის ძმისშვილი მოკლა - ,,ბავშვი დავბრიდე, აღარ არისო”

საზარელი მკვლელობა რუსთავში. შემთხვევა მე-8 მიკრორაიონში მოხდა.

29 წლის მამაკაცმა 12 წლის ძმიშვილი მოკლა. მეზობლების ინფორმაციით, ბიძამ საკუთარ ძმიშვილს ცივი იარაღით სასიკვლილო ჭრილობები მიაყენა. ,,ბავშვი დავბრიდე, აღარ არისო”, ასე უთხრა მეზობლებს, რომლებიც ბავშვის ამბავს კითხულობდნენ. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელობის დროს ოჯახში მოზარდის ბაბუაც იმყოფებოდა, რომელიც მეზობლების თქმით სასტიკად იყო ნაცემი. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. 12 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

 

როგორც ინფო რუსთავს შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 108-, მუხლით მიმდინარეობს, რაც  განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

,,ინფორუსთავი”