11 თებ 2019 15:35 738

„გუშინდელს მერე ხშირად მხვდება „აღშფოთებული კომენტარები“ და კითხვა „რა უნდოდათ ლიეჟში ოცნების მხარდამჭერ ემიგრანტებსო?“

 

 

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი გიორგი ოკრიბელაშვილი ლიეჟში გუშინ გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ოკრიბელაშვილი ჯგუფში „ემიგრანტებო გავერთიანდეთ“ ასეთი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

 

„გუშინდელს მერე ხშირად მხვდება "აღშფოთებული კომენტარები" და კითხვა "რა უნდოდათ ლიეჟში ოცნების მხარდამჭერ ემიგრანტებსო"?

 

ესაა ჩემი პასუხი ვისაც აინტერესებს: ლიეჟის შეხვედრას ერქვა "მსოფლიო ემიგრანტთა კონგრესი" და მისი ორგანიზატორი არასამთავრობო არა კომერციული ორგანიზაცია თავის ვებ გვერდზე წერს რომმისი ამოცანაა გაერთიანება და კონსოლიდაცია... მათ არსად დაუდიათ განცხადება რომ ლიეჟის კონფერენციას ქვია "ერთიანი ნაცმოძრაობის მხარდამჭერ ემიგრანტთა მსოფლიო კონგრესი... ეს რომ გაეკეთებინათ თქვენი შენიშვნა აბსოლუტურად მართებული იქნებოდა. რატომ თვლით რომ ოცნების მხარდამჭერს ან ნეიტრალურ ემიგრანტს არ უნდა აინტერესებდეს კითხვების დასმა მიხელ სააკაშვილისათვის და თან თუ გავითვალისწინებთ რომ მისი მმართველობის დროსაც ბევრი წავიდა უცხოეთში....

 

მეც ძაან მაინტერესებს ვკითხო მიხეილს მისი დაბრუნების შემთხვევაში ისევ აქვს გადაწყვეტილი საფოსტო გადაზიდვების მონოპოლიზაცია და ისევ გაიზრდება საბერძნეთიდან საქართველოში ამანათის გამოგზავნის ფასი დღევანდელი 1.5 ევროდან 5 ევრომდე როგორც ეს მოხდა 2010 წელს... ამის გარდა ისიც ძაან მაინტერესებს რა შეიცვალა მასში ისეთი რომ აღარ მისცემს ვინმეს სისხლიანი რეჟიმის დამკვიდრების უფლებას....

 

ასევე ძაან საინტერესოა მისი პასუხი კითხვაზე მისი 9 წლიანი მმართველობა რატომ არ გამოიყენა ელექტრონული აიდი ბარათებით არჩევნების ჩატარებისათვის და რატომ გახადა ემიგრანტებისათვის უცხოეთში პასპორტის აღება 180ევრო 2009 წელს?“ - წერს გიორგი ოკრიბელაშვილი.

×