11 თებ 2019 15:58 512

სააკაშვილი „ბოროტი“, ივანიშვილი „ცუდი“, გამოსავალი? „კარგი“! - ჯუმბერ კირვალიძე

 

 

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ასე ეხმაურება:

 

„მე, არ გახლავართ რევოლუციების მომხრე და ყოველთვის ევოლუციურ პროცესებს ვუჭერ მხარს, მაგრამ, როდესაც 27 წლის მანძილზე რეალურად (ფასადურად, კი ბატონო!) არაფერი კეთდება ქვეყნის წინსვლისთვის, ხალხი ყოველწლიურად ღარიბდება და გარბის უცხოეთში, როცა უფრო და უფრო ვეფლობით ჭაობში, დღეს, სააკაშვილ ("ბოროტი"!) - ივანიშვილის ("ცუდი"!) სპექტაკლირებულ დაპირისპირებაში, მაშინ ერთადერთი გამოსავალი ("კარგი"!), სწორედ "ჯანყია", ანუ რევოლუციური გარდაქმნები, რომელიც ხალხის მიერ მიღებული ახალი, სამართლიანი საარჩევნო სისტემის მეშვეობით, ჭეშმარიტად სუვერენულ, ეროვნულ და დემოკრატიულ სახელმწიფო სისტემას შობს, რაც უეჭველად განაპირობებს ქვეყნის სახელმწიფოებრივ (პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური, კულტურული და სხვა.) განვითარებას!!!

P.S. პერიფრაზი, ცნობილი ამერიკული კინოფილმის დასახელებისა, - "ბოროტი, ცუდი, კარგი"!