11 თებ 2019 16:10
1412
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი რუსთავში მომხდარ საზარელ მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„როგორც ირკვევა 13 წლის ძმისშვილის რუსთაველი მკვლელი მარიხუანას აქტიური მომხმარებელია. ეს ანგელოზი ბიჭიც შეეწირა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-პროექტს საქართველოს მორფის რესპუბლიკად გადაქცევაზე.
მაინტერესებს რას გვეტყვიან ნარკოტიკების ოფიციალურად დამკანონებელი ოლიგარქის ყასბები... საკონსტიტუციო სასამართლოს სახით... ახლაც თვლით,რომ ადამიანის სხეული მისი საკუთრებაა და რაც უნდა უქნას თავის ორგანიზმს მისივე ნებაა?“