11 თებ 2019 16:27 1721

„მიმიფიურთხებია ასეთი ჯანდაცვისთვისაც და ექიმებისთვისაც, აღარ მჯერა მათი დასმული დიაგნოზის“

 

„ჯი-ეიჩ-ენ“-ის დირექტორი, ჟურნალისტი თემურ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„მეოთხე თვეა, ექიმიდან ექიმთან დავდივართ. კლინიკიდან კლინიკაში და ეს არ სრულდება. 14 წლის შვილი მყავს. 4 თვეა ქართული სამედიცინო კოჰორტა არკვევს რატომ აქვს მთელი ამდენი ხნის განმავლობაში, ბავშვს, პერიოდულად, ტემპერატურა. რა თქმა უნდა, პასუხი არ გვაქვს. ჩვენ კი მუხლჩაუხრელად დავდივართ. ერთი და იგივე ანალიზი, აღარ მახოვს რამდენჯერ გავიკეთეთ. ალბათ, ანალიზების ჩამონათვალიდან, ცოტა იქნება დარჩენილი, რაც არ გაგვიკეთებია. ცოტა აპარატურა იქნება დარჩენილი, რომელიც არ გამოვიყენეთ, გასაშუქებლად თუ გამოსაკვლევად. ზოგიერთი ექიმი, უფრო შორსაც წავიდა, მაგალითად, შესაძლოა, ბიფოსია დაგვჭირდესო. ცხადია, ამას არ დავეთანხმეთ. 4 თვის შემდეგ ექიმმა დაასკვნა: თუ მაღალი ტემპერატურა ექნება დამწევი მიეცით. თუ სიცხე არ ექნება, სკოლაში გაუშვით. სიცხის გამოწვევი მიზეზი უცნობია. როცა მორიგი ახალი ექიმი გვირჩევს კონკრეტული ანაზლის გაკეთებას და ვეუბნებით რომ ეს 3 დღის წინ გავიკეთეთ, პასუხი ასეთია - კიდევ ერთხელ გავიკეთოთ. არ ვიცი, მეცოდება ჩემი თავიც, მათ ხელში ჩავარდნილი მოქალაქეებიც. ექიმების თავაშვებული უკონტროლობა, უპასუხიმგებლობა და დარჩენილი ადამიანების მიმართ სიძულვილი კი გულს მირევს. დიახ, ეს დანარჩენი ადამიანების მიმართ სიძულვილია, როცა ურცხვად, უნამუსოდ შეგიძლია უყურო განერვიულებენ მშობლებს(ჩვენს შემთხვევაში) და სრულიად გამოუსადეგარი ანალიზებით ყვლეფდე. მიმიფიურთხებია ასეთი ჯანდაცვისთვისაც და ექიმებისთვისაც. მართლა აღარ მჯერა მათი დასმული დიაგნოზის, არც კარგის და არც ცუდის შემთხვევაში. თუმცა, როგორც გამოვარკვიე, ჩვენ კიდევ იოლად გადავრჩით - ქიმიას უნიშნავენ ისეთ პაციენტებს, რომელთაც ეს არ სჭირდებათ. რა გვეშველება, როგორ დავაღწევთ თავს, ამდენ უნამუსობას“, - წერს თემურ ჭუმბურიძე.

×