11 თებ 2019 16:40 368

„ბიძინას მიშას დაბრუნების შიში აქვს“ - ნოდარ ხარშილაძე

 

 

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლი ნოდარ ხარშილაძე ამბობს, რომბიძინა ივანიშვილს ისტერიული შიში აქვს მიხეილ სააკაშვილის მიმართ“.

 

ის ყველაფერი რაც მეორე ტურში ვიხილეთ, ის უკიდურესი ნეგატივი და ის ბანერები და ის თავდასხმა პიროვნული თუ პოლიტიკური ამის პირდაპირი გაგრძელებაა ლიეჟში და მისი გარემოცვის რაღაც ნაწილი ამაში ფულს ართმევს ბიძინას და მერე ეტრაბახებიან, რომ აი რა მაგრა მივჯირყვნეთ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები. რა თქმა უნდა, ეს არის ის, რომ მისი ეშინიათ კიდევაც. ბიძინას მიშას დაბრუნების შიში, რომ აქვს ეს აბსოლუტურად გასაგებია და მეორე ის არის, რომ თვითონაც ხვდებიან გულის სიღრმეში, რომ ეს ყველაფერი მთავრდება ნელა-ნელა და ეს არის ისტერიკა. ანუ ისტერიკა გამოიხატება სხვადასხვა რამეებში სხვადასხვანაირად. ეს შეიძლება იყოს ლიეჟში ჩასვლა და ყვირილი, ან შეიძლება იყოს თბილისის ძალიან კოლორიტული მერის ძალიან კოლორიტული განცხადება. ეს ყველაფერი არის ფროიდულად პიროვნული კრიზისის ნაწილი,“- განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

 

ნიუპოსტი