11 თებ 2019 17:06 699

„სცენაზეც კი ვერ დადგა სააკაშვილი, იმდენად სამარცხვინო იყო“ - ნუკრი ქანთარი მიხეილ სააკაშვილზე

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას შეფასებით, ლიეჟში გამართული შეხვედრა ემიგრანტებისთვის კიდევ ერთი იმედგაცრუება იყო. ამის შესახებ ქანთარიამ "2020NEWS”-თან საუბრისას განაცხადა.

 

"სააკაშვილის მიერ ორგანიზებული მერამდენე შეხვედრაა, როცა წინასწარი მოლოდინები აქვს ხალხს, რომ ისეთი შეხვედრა იქნება რაც დღემდე არ ყოფილა და არ სმენია არავის, თუმცა არაფერიც არ ხდება საბოლოო ჯამში, ნახევრად ცარიელ დარბაზში სცენაზეც კი ვერ დადგა სააკაშვილი, იმდენად სამარცხვინო იყო. ის ხალხი, რომლებიც იქ მივიდნენ, კიდევ ერთხელ მოტყუვდნენ ტყუილი მოლოდინებით.

 

იქ ასევე იყო მეორე მხარე, რომლებიც დარწმუნებულები არიან იმაში, რომ სააკაშვილის გააქტიურება ქვეყნისთვის არის საზიანო და ჩავიდნენ იმისათვის, რომ თავიანთი დამოკიდებულება გამოეხატათ და დაენახებინათ ხალხისთვის, რომ ეს არ არის ცამხრივი პროცესი, თუმცა მათ მიმართ განხორციელდა ძალადობა. ამ ყველაფრიდან საბოლოო ჯამში მივიღეთ არაფერი“, - განაცხადა ქანთარიამ.

 

×