11 თებ 2019 17:43
328
არ ვიცით, აცნობიერებს თუ არა გუშინ მომხდარ ფაქტს, - ამის შესახებ რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის, ვალერი ირემაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.
"ჩვენი დაწესებულებისთვის მას არასდროს მოუმართავს. მამის გადმოცემით, 10 წლის ასაკში ჰყავდათ რუსთავის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში, მას შემდეგ კი მსგავსი დაწესებულებისთვის არ მიუმართავს," - განაცხადა მანანა ელიაშვილმა.
ინტერპრესნიუსი