12 თებ 2019 00:01 5489

,,შვილო, ძალიან იწვალე შენ... ბოდიში, ვერ მოგიარეთ”

ანა დოლიძე რუსთავში მომხდარ ტრაგედიას, სადაც ბიძამ 13 წლის ძმისშვილი მოკლა, ასე ეხმაურება:

,,რუსთავში 13 წლის ბავშვის სიკვდილი მართლაც საშინელი დიაგნოზია ჩვენი შავი რეალობის: მშობლები გაშორებულები, წასულები სამუშაოდ უცხოეთში, დატოვებული მოხუცი ბაბუის მოსავლელად და ფსიქიურად არასტაბილური ბიძის ამარა. სახელმწიფო ზურგს გაქცევს არაერთხელ, სოციალური სამსახური არ გაკითხავს, სკოლა ხელს არ ანძრევს და ჭკუიდანშერყეულ ბიძას კი უკან აბრუნებს. შვილო, ძალიან იწვალე შენ. ბოდიში. ვერ მოგიარეთ. ღმერთი შენთან. ნათელში იყოს შენი სული.”