12 თებ 2019 10:55 214

ხოშარაულის ქუჩაზე ყოფილი მეუღლის დაჭრაში ბრალდებული ყაზბეგში დააკავეს

 

 

ხოშარაულის ქუჩაზე ყოფილი მეუღლის დაჭრაში ბრალდებული ყაზბეგში დააკავესამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოსა და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული

 

სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი – 1973 წელს დაბადებული .. ცხელ კვალზე, ყაზბეგში დააკავეს.

 

ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს – 1976 წელს დაბადებულ ..-, სიტყვიერი შელაპარაკებისა და მუქარის შემდეგ, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

.. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. ამჟამად, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

 

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღიდანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ- 11-117- მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.