12 თებ 2019 11:59 976

„სამართალი ვერ ვნახე 2 წელიწადია“ - „რუსთავი 2“-ის შენობასთან კაცმა თვითმკვლელობა სცადა

 

 

რუსთავი 2“-ის შენობასთან შუახნის კაცმა თვითმკვლელობა სცადა. მან ცივი იარაღით თავი დაიზიანა.

 

კაცი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ზესტაფონის პოლიციის მხრიდან ზეწოლის შედეგად მიიღო.

 

ზესტაფონიდან ჩამოვედი თავის მოსაკლავად... პოლიციამ დამიშავა, სამართალი ვერ ვნახე 2 წელიწადია. მარტო პოლიციელებს ვებრძოლები", - აცხადებს კაცი.

 

შუახნის კაცის ცოლი ამბობს, რომ მის მეუღლეს ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რაც თვითონვე დაარღვია.

 

„20 წელია ვიტანჯები, ნაცემიც არაერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ მოწმედ არავინ მიდგება“, - აღნიშნა კაცის მეუღლემ.

 

როგორც შინაგან სამეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობის მცდელონას გულისხმობს.

 

ნიუპოსტი