12 თებ 2019 12:13 278

ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა

 

 

დღეს, ახალგაზრდა ბაკურიანელი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა.

 

21 წლის  სპორტსმენი 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის დღეს ვარჯიშის დროს დაიღუპა. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

×