12 თებ 2019 13:01 369

სარკინიგზო ავარია ხაშურში - ბორჯომი-თბილისის მატარებელი მანქანას დაეჯახა

 

 

 

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტეზერთან, ბორჯომი-თბილისის მატარებელი მანქანას დაეჯახა. დღეს დილით მოხდა.

 

სოფლის სარკინიგზო გადასასვლელთან შეჯახება იმ დროს მოხდა, როდესაც სამგზავრო მატარებელი ბორჯომიდან თბილისისკენ მოძროაბდა.

 

დაშავებულია ერთი პირი, ავტომობილის მძღოლი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ  საავადმყოფოში გადაიყვანა. საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

×