12 თებ 2019 14:29 605

„დანით სხეულზე 20-მდე დაზიანება მიაყენა“ - სასამართლოში ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს

 

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოში ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვალერიან ირემაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეოობს. პროცესს სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულიც ესწრება.

 

ბრალდებულის ადვოკატისმ ზურა დალაქიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ბრალდებულის მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია.

 

ბრალდებული თავის თავში ჩაკეტილია და იყენებს დუმილის უფლებას", - განაცხადა ადვოკატმა.

 

პროკურატურა ირემაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს. პროკურორ ლევან ჯალაღონიას განცხადებით, დადგენილია, რომ ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით, საოჯახო დანის გამოყენებით არასრულწლოვანს სხეულზე 20-მდე დაზიანება მიაყენა.

 

პროკურატურის პოზიციაა, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იყოს პატიმრობა. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო შეურაცხად მდგომარეობაში, ამასთან დაინიშნა სტაციონარულ ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც განსაზღვრავს მოქმედებდა თუ არა ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხად მდგომარეობაში.

 

ექსპერტიზის დასკვნა იქნება განმსაზღვრელი მოხდება თუ არა ბრალდებულის სისხლის სამართლის წესით გასამართლება თუ დაენიშნება იძულებითი მკურნალობა", - განაცხადა

 

რუსთავში კაცმა 13 წლის ძმისშვილი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მეზობლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადგილის უქონლობის გამო არ მიიღეს.

 

ფოტო - პირველი არხი

×