12 თებ 2019 14:34 763

„მამის გარდაცვალების შემდეგ, უარი თქვა ქელეხზე და ის თანხა ბავშვთა ჰოსპისში გადმორიცხა“

 

 

ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“ სოციალურ ქსელში ემოციურ ისტორიას აქვეყნებს:

 

„საკუთარ დიდ ტკივილს ადამიანები სხვადასხვანაირად უმკლავდებიან.

 

გლოვის მდგომარეობისგან განკურნების უფრო კეთილშობილი გზა, ვიდრე სხვაზე, სხვის სიცოცხლეზე, სხვისი ტკივილების შემსუბუქებაზე ზრუნვაა, ძნელი წარმოსადგენია.

 

ჩვენი ჰოსპისის მეგობარმა, მამის გარდაცვალების შემდეგ უარი თქვა ტრადიციულ დიდ ქელეხზე და ის თანხა, რომელიც ერთ საღამოში, ერთ ვახშამში მიცვალებულის სულის მოსახსენებლად უნდა დახარჯულიყო, გადმორიცხა ბავშვთა ჰოსპისში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს 60-მდე ბავშვს, 1 თვის მანძილზე მოვემსახუროთ ბინაზე", - აღნიშნულია პოსტში.