12 თებ 2019 14:56 421

დავით კირკიტაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

 

 

 ერთიანი ნაციონალური მოძრაობისწევრი დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება.

 

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, სადაც დღეს კირკიტაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს, მოსამართლემ პატიმრობის შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.

 

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასა და მის გათავისუფლეებას დაცვის მხარე მოითხოვდა.

დავით კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, გამოკვეთილი ახალი გარემოებების და სასამართლოსთვის წარდგენილი ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესაძლებლობა არ არსებობდა.

2020news.ge