18 თებ 2019 12:17 481

„ამით მოსახლეობის ჯიბიდან ყოველწლიურად 100 მილიონს ამოიღებენ“ - ოპოზიცია ავტომობილების სავალდებულო დაზღვევაზე

 

 

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა მოსახლეობას დამატებით ფინანსურ ტვირთად დააწვება.

 

 

გაერთიანებული ოპოზიციისძალა ერთობაშიასწევრის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ხელისუფლება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას არ ითვალისწინებს:

 

 

ხელისუფლება საერთოდ არ ითვალისწინებს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას, მის შეჭირვებას და იმას, რომ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს შემოსავალი საერთოდ არ აქვს და აი, ამის ფონზე სავალდებულოს ხდის მთელ რიგ საკითხებს. დაახლოებით, მარტო აი, ამ ინიციატივით, 100 მილიონი ლარის ყოველწლიურად მოსახლეობის ჯიბიდან ამოღება მოხდება," - აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.

 

 

მმართველი გუნდის წევრების თქმით, დაზღვევა ერთგვარი მატერიალური გარანტია იქნება, როგორც მძღოლისთვის, ისე დაზარალებულისთვის:

 

 

ეს იქნება დიფერენცირებული, დამოკიდებული ტრანსპორტის კატეგორიაზე და დამოკიდებული მის ფუნქციურ დატვირთვაზე, დამოკიდებული მგზავრთა რაოდენობაზე და ვფიქრობ, ეს გადასახადი მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება, ვიდრე ის რისკი, როცა დაზარალებული დგება ზოგჯერ ფინანსურად მისთვის დაუძლეველი რისკების წინაშე,“- განმარტავსქართული ოცნებისწევრი, დიმიტრი ხუნდაძე.

 

 

ნიუპოსტი