18 თებ 2019 15:39 433

„მე არ ვამბობ, რომ ვიცი ეს საკითხი, ეს არის ჩემი ვარაუდი“ - მეუფე დანიელი

 

 

საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე გაკეთებულ განცხადებას განმარტავს.

 

შეგახსენებთ, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მამალაძის შეწყალებას აპირებდა, რაზეც საპატრიარქოც თანახმა იყო, თუმცა "ხელისუფლებამ თავი შეიკავა". მიტროპოლიტი ახლა ამბობს, რომ აღნიშნული მხოლოდ მისი ვარაუდია.

 

"მე არ ვამბობ, რომ ვიცი ეს საკითხი როგორი იყო, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეკლესიის მხრიდან იყო მზადყოფნა, რომ მომხდარიყო შეწყალება. მე მახსოვს, ცნობილი იყო ასე, რომ ბატონი პრეზიდენტი აპირებდა, ასევე, მზად იყო ეკლესია და მე გავაკეთე დასკვნა, რომ რადგან ეს არ შედგა, ხომ არ იყო რაიმე ისეთი პროცედურა, რაც არ აძლევდა პრეზიდენტს ამის საშუალებას, ეს არის ჩემი ვარაუდი", — განმარტა მეუფე დანიელმა.

 

on.ge