18 თებ 2019 15:47 453

საბავშვო, გასაბერი და კარკასული აუზები ინტერნეტ მაღაზიებში

 

 გასული წლის მაისში განხორციელებული და 2019 წლიდან სრული დატვირთვით ძალაში შესული საბანკო რეგულაციების გამო, ბაზრის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ინტერნეტ მაღაზიები უამრავი მომხმარებლისთვის საოჯახო თუ სამუშაო ტექნიკისა და აქსესუარების შეძენის სულ უფრო და უფრო პოპულარულ საშუალებად ყალიბდებიან.

გაყიდვების ზოგადი კლება, ცხადია, ყველა ინტერნეტ მაღაზიას შეეხო, მაგრამ მათი ნაწილი ოპტიმისტურადაა განწყობილი და თვლის, რომ მიუხედავად პრობლემებისა, წარმატებული ონლაინ მაღაზიები არსებობას გააგრძელებენ და კონკურენციის შემცირების გამო შესაძლოა ახლანდელზე მეტი წარმატებითაც.

მსგავსი ოპტიმიზმის საფუძველს, მაღაზიების ნაწილს თანდათან მოახლოვებული ზაფხული და შესაბამისი სეზონური პროდუქტი - აუზები აძლევს. 

აუზებზე განსაკუთრებული მოთხოვნა მაისის ბოლოდან იწყება და პიკს ივლისის ბოლოს აღწევს, თუმცა აგვისტოშიც წარმატებით იყიდება. 

საქართველოში ამ ტიპის პროდუქციის სულ ორი, მსოფლიოში ცნობილი ბრენდი გვხვდება, Bestway და Intex. აღსანიშნავია, რომ მათ თითქმის იდენტური ასორტიმენტი აქვთ და საფასო სეგმენტიც თითქმის ერთნაირია.

მომხმარებელთა რიცხვი, რომელთაც სხვადასხვა ზომისა და ფორმის საბავშვო, გასაბერი ან კარკასული აუზები განვადებით სურთ შეიძინონ, წლიდან წლამდე იზრდება და თუ აქამდე მოთხოვნის დიდი ნაწილი თბილისსა და მის შემოგარენზე მოდიოდა, გასული წლის სტატისტიკით, აუზების რეგიონალური გაყიდვებიც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

როგორც ინტერნეტ მაღაზია isurve.ge-ს გაყიდვების სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, ამ პროდუქტებზე პოპულარობას ძირითადად რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, კერძოდ:

· დიდი საფასო დიაპაზონი - საბავშვო აუზების ფასები 25 ლარიდან იწყება, ხოლო დიდი კარკასული მოდელების ღირებულება 3500 ლარს აღწევს;

· რეალური (ბეტონის) აუზის აშენება რამდენიმე ათასი ლარი ჯდება, მაშინ როცა 1500 ლარიდან უკვე შესაძლებელია იმ ზომის მოდელის შეძენა, რომელსაც კაპიტალური აუზის მახასიათებლები აქვს;

· დიდი აუზის აშენებას გარდა დანახარჯისა ის მინუსიც აქვს, რომ ეზოში მუდმივად ადგილს იკავებს, მათ შორის ზამთარშიც. მაშინ როცა, სეზონის დასრულების შემდეგ გასაბერი ან ასაწყობი აუზის დაშლა და შენახვა შეგიძლიათ;

· თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ისინი აღჭურვილია ფილტრაციისა და წყლით მომარაგების, ასევე ჰიგიენური ნორმების დასაცავი ყველა ატრიბუტით, რაც მათ გამოყენებას განსაკუთრებით მოსახერხებელს ქმნის;

· აუზებზე მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით და ამავე დროს შესაძლებელია საბანკო განვადება, რაც როგორც აღვნიშნეთ, ჯერჯერობით ისევ რჩება სასურველი, განსაკუთრებით მსხვილი ნივთების შეძენის მთავარ ალტერნატივად.

(R) 

×