18 თებ 2019 16:58 3657

თბილისის საკონცერტო დარბაზი შესაძლოა ბერას მფლობელობაში გადავიდეს

 

 

თბილისის საკონცერტო დარბაზი შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის შვილისბერას მფლობელობაში გადავიდეს. ამის შესახებ უკვე ღიად მიანიშნებენინთერნეიშენალ ივენთში“ – კომპანიაში, რომელიც დღემდე მართავს ფილარმონიას.

 

პარალელურად პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება კულტურის ყოფილი მინისტრის  ყოფილი კომპანიის ირგვლივ, რომლის ფარგლებშიც გამოძიება აპირებს დაკითხვაზე გამოიძახოს როგორც მიხეილ გიორგაძე, ისე ბატიაშვილის უწყების მაღალჩინოსანი კახა კანდელაკი და თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორები.

 

ინთერნეიშენალ ივენთსსთბილისის საკონცერტო დარბაზი 49 წლის გადეცა, თუმცა, კომპანიამ აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა და დიდძალი დავალიანებაც დააგროვა ბიუჯეტის მიმართ. მეტიც, პროკურატურაში ფიქრობენ რომ ადგილი აქვს როგორც გადასახადების დამავლას, ისე კორუფციასა და დოკუმენტების გაყალბებას, რასაც კატეგორიულად უარყოფს ფილარმონიის ერთერთი დირექტორი კერესელიძე. ხოლო კახა კანდელაკი აცხადებს რომარაფერ შუაშია“.

 

ახლა ირკვევა რომ  ბერა ცდილობს ხელში ჩაიგდოს თბილისის საკონცერტო დარბაზი, იგივე ფილარმონია, რომელსაცინთერნეიშენალ ივენთსიფლობს.

 

ფილარმონიაში არსებული კორუფცია, გაუმჭვირვალე ფინანსური პროცესები და მიხეილ გიორგაძის არალეგალური ჩართულობა კი, შესაძლოა, მალე საყოველთაო განხივლის საგანი გახდეს.

 

როგორც ჩანს, ივანიშვილების ოჯახი პროკურატურის დახმარებით ჯერ მიხეილ გიორგაძის კლანის გაშავებასა და ექს-მინისტრის კორუფციაში დადანაშაულებას აპირებს და შემდეგ დაიწყებს ქონების მიტაცების ოპერაციას.

 

presa.ge