18 თებ 2019 17:18 369

ცენტრი, რომელიც შეყვარებულებს დაოჯახებაში უნდა დაეხმაროს, საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირდა

 

 

დეპუტატ ემზარ კვიციანის მიერ დაანონსებული ცენტრი, რომელმაც შეყვარებულები უნდა აღრიცხოს და დაოჯახებაში დაეხმაროს საჯარო რეესტრმა უკვე დაარეგისტრირა. ორგანიზაციის დასახელებააქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი“ .

 

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ორგანიზაციის მალხაზ ლომსაძეა, აღმასრულებელი დირექტორი კი ნუნუ შალამბერიძე, გამგეობის წევრია გელა ხარჭამაძეც

 

ორგანიზაციის შექმნის შესახებ რამდენიმე დღის წინ თავად დეპუტატმა ემზარ კვიციანმა ისაუბრა:

 

ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად. აი, ხო არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, იმიტომ, რომ არ აქვთ საშუალება. იქნებიან აგენტები, რომლებიც რომ ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი, აღრიცხვაზე აიყვანენ და იქნება დახმარება მაგათი. მოგვმართავენ, რომ "დაქორწინებას ვაპირებთ, გთხოვთ დახმარებას" და დახმარება წავა მაგათზე, დახმარება წავა მაგათზე პირველადი, მერე ყველა ბავშვზე... აუცილებლად ეს იქნება გაპიარებული, აუცილებლად ამის შესახებ ეცოდინება ყველას საქართველოში, რომ ეს იქნება დახმარება ქართველებისთვის. ჩვენ ქართველები ვზრუნავთ ქართველებისთვის.“- განაცხადა კვიციანმა.

×