18 თებ 2019 17:51 4969

აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება - 5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს

 

 

5 მარტისთვის, შესაძლოა, ენგურჰესმა მუშაობა შეაჩეროს წყალსაცავზე წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო და ოკუპირებული აფხაზეთი უშუქოდ დარჩეს. ამიტომ თბილისი სოხუმის რეჟიმს მოუწოდებს, ან ელექტროენერგია დროებით რუსეთიდან შემოიტანოს, ან შეამციროს მოხმარება, რომელიც ბოლო წლებში 3-ჯერაა გაზრდილი და იმდენად უკონტროლოა, რომ აფხაზეთი, სადაც მხოლოდ 243 206 ადამიანი ცხოვრობს, ლამის იმდენივე ელექტროენერგიას ხარჯავს, რასაც 1.1-მილიონიანი თბილისი.

 

თბილისის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა სოხუმში. აფხაზეთის .. სახელმწიფო კომპანიაჩერნომორენერგოსგენდირექტორმა ასლან ბასარიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ელექტროენერგიის დეფიციტის საშიშროება არსებობს დააფხაზეთის მთავრობასიმედი აქვს, რომ დენისგადმოქაჩვასდროებითსტრატეგიული პარტნიორირუსეთიდან შეძლებს, თუმცა რამდენად გამოვა ეს, ამაზე გადაჭრით პასუხი არა აქვს.

 

ბასარიამ ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე დღეში უნდა მოხდეს.

 

ამ ეტაპზე მთავრობა მუშაობს, რომ საკითხი გადაიჭრას რუსეთიდან ელექტროენერგიის გადმოქაჩვით. ეს არის მთავრობათაშორისი ურთიერთობა, რომლიც იმედს გვაძლევს, რომ საჭირო ელექტროენერგიას გაზაფხულზე რუსეთიდან მივიღებთ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, აუცილებელია ენერგომოხმარების შემცირებაც,” – განაცხადა მან და დასძინა: “იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ გამოვა, აუცილებელი გახდება გრაფიკის შემოღება.”

 

ენგურჰესის შესაძლო გაჩერებაზე განცხადებით გამოვიდა ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია. მისი თქმით, თუ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვის მხრივ გარკვეული ზომები არ გატარდა, 5 მარტისთვის ენგურჰესის წყალსაცავში წყალი აღარ იქნება და აფხაზეთი დენს ვერ მიიღებს.

 

ამ დროისთვის ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 100 პროცენტით აფხაზეთს მიეწოდება. აფხაზეთის მხარე ამასთან დაკავშირებით საქმის კურსშია და ველოდებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ალბათ ორშაბათს გვეცოდინება, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ,” – აღნიშნა მებონიამ.

 

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ოფიციალური ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში ენგურჰესმა და ვარდნილჰესმა 265,056 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონმა კი 254,333 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიყენა.

 

აფხაზეთს ენგურჰესიდან ელექტროენერგია მუდმივად უფასოდ მიეწოდება, ზაფხულში ენერგიის 40% და ზამთარში 100%. თუმცა ბოლო წლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე დენის მოხმარება მნიშვნელოვნად გაზრდილია, ჰესის წყლის მოცულობა კი მათ გაზრდილ მოთხოვნებს ვერ სწვდება. ამიტომაც უკვე რამდენი წელია, აფხაზები თებერვალსა და მარტში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დგებიან.

 

2017 წელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გრაფიკიც კი ამოქმედდა და მოსახლეობას დღის განმავლობაში – 2 საათით, ხოლო ღამით 2-3 საათით ეთიშებოდა დენი. თებერვლის შუა რიცხვებიდან კი ენგურჰესი გაჩერდა და აფხაზეთს საერთოდ ჩაბნელება ემუქრებოდა, თუმცა მოსახლეობაც, სეპარატისტული ხელისუფლებაც და იქ განლაგებული რუსული არმიაც ჩაბნელებას ოფიციალურმა თბილისმა გადაარჩინა. ენერგეტიკის სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგია რუსეთიდან იყიდა და უსასყიდლოდ მიაწოდა.

 

ენერგეტიკის სამინისტროს ამ ნაბიჯს განსხვავებული შეფასებები მოჰყვა თბილისში. ნაწილი იწონებდა, ნაწილიაკრიტიკებდა. კრიტიკის საგანი იყო ის, რომ დანარჩენი საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე ხდებოდა ოკუპირებული ტერიტორიის მომარაგება, მათ შორის რუსეთის ბაზებისა და მათი ოჯახებისა.

 

საგულისხმოა ისიც, რომ, მართალია, სოხუმის რეჟიმი თბილისს ერთ თეთრსაც არ უხდის მოხმარებულ ელექტროენერგიაში, თავად სოხუმის რეჟიმისთვისაც დიდი პრობლემაა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღება. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში 1 კვ/სთ დენის ფასი მხოლოდ 0,40 რუბლია (2 თეთრი) მოსახლეობისთვის და 0,80 რუბლი ბიზნესისთვის, ითქვა, რომ მხოლოდ 35-40%-ის ამოღება ხდება და მხოლოდ გალის მოსახლეობაა კარგი გადამხდელი, რომელსაც ფიქსირებულ 400 რუბლს (15 ლარს) ახდევინებენ. დენის საფასურს იხდიან .. საჯარო დაწესებულებები, აფხაზები კი გადახდაზე უარს ამბობენ.

 

კონფლიქტოლოგების აზრით, მიიღებს თუ არა რუსეთიდან დენს აფხაზეთი, ეს იმაზეა დამოკიდებული, გადაუხდის თუ არა სოხუმის რეჟიმი ფულს, ან რაიმე ახალ ვალდებულებას იკისრებს თუ არა. აფხაზებს კი ყველაფერი მუქთად უნდათ, მათ მიაჩნიათ, რომ ქართველები ვალდებულნი არიან, დენი უფასოდ მიაწოდონ, რადგან ენგურჰესის სამართავი პულტი აფხაზეთშია, ისევე, როგორც რუსები არიან ვალდებულნი, აფხაზეთი შეინახონ, რადგან აფხაზებმა მიანიჭეს რუსებს სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური უპირატესობა.

 

ექსპერტთა კლუბისწევრ ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, “აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება უკონტროლოა. ერთი, რომ ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და დენის დანაკარგი დიდია; ასევე, რადგანაც აფხაზები დენის საფასურს არ იხდიან, მოსახლეობა მაქსიმალურად ხარჯავს დენს. თანაც ბოლო 3 წელია, კრიპტოვალუტის მაინინგისას ძალიან ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარენ. აფხაზები უნდა მიეჩვიონ, რომ უნდა აკონტროლონ ხარჯი და ხარჯვის ფული გადაიხადონ.”

 

მისი თვალსაზრისით, თბილისმა უნდა შეწყვიტოს ჰუმანიტარული ხელის გაწვდენა აფხაზეთისთვის და მათ ენგურჰესიდან ელექტროენერგიის მხოლოდ 40% უნდა მივცეთ, რაც თავიდან იყო შეთანხმებული, დამატებითი მოცულობის მიცემის შემთხვევაში კი ფულის გადახდა უნდა მოვთხოვოთ.

 

შერიგების ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ენგურჰესის საკითხი წლიდან წლამდე რთულდება ელექტროენერგიის ხარჯვის ზრდის გამო, მაგრამ თუკი ენგურჰესი გაჩერდება, თბილისი ვალდებულია, დენი იყიდოს და აფხაზეთს მიაწოდოს.

 

საქართველო ვალდებულია, თავისი ტერიტორიული მთლიანობის კონცეფციიდან გამომდინარე, შეასრულოს სახელმწიფოს ვალდებულებები. შესაბამისად, თუ აუცილებელი იქნება, უნდა მოხდეს ენერგიის შესყიდვა და ჩვენი მოსახლეობისთვის მიწოდება.

 

ეს ჩვენი მოსახლეობაა. ყოველთვის უნდა ვუყიდოთ ელექტროენერგია, ვიდრე გვაქვს პრეტენზია, რომ აფხაზეთი საქართველოს სახელმწიფოს ნაწილია,” – ამბობს ზაქარეიშვილი.

 

მისივე თქმით, აფხაზეთში არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ სამარცხვინო სიტუაციაა, არასწორია ასე უაზროდ დენის ხარჯვა და ფულის გადაუხდელობა. ხოლოდაბალი დონის ხალხსმიაჩნია, რომ საქართველო ვალდებულია, უფასოდ მიაწოდოს დენი აფხაზეთს და აფხაზმა საფასური არ უნდა გადაიხადოს.

 

აფხაზეთში არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ სამარცხვინო სიტუაციაა, რაც აფხაზეთში ხდება. ასე ფიქრობს გონიერი ადამიანების დიდი ნაწილი, ვისაც მიაჩნია, რომ არასწორია ასე უაზროდ დენის ხარჯვა და ფულის გადაუხდელობა. ასეთს ბევრს ვიცნობ. ეს ადამიანები ეკონომიკაში, ბიზნესსა და პოლიტიკაში არიან. გონიერი ადამიანი იხდის ფულს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ვინც არ იხდის, ის სხვანაირად ფიქრობს, ეს დაბალი დონის ხალხია. მე აფხაზეთში ვიცნობ თანამდებობის პირებს, ვისაც აწუხებს ეს საკითხი, მაგრამ არ ვიცი, ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების შემდეგ ვინ მართავს აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებას,” – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

 

რეზონანსი

×