18 თებ 2019 18:05 532

კახა კალაძე და ბერა ივანიშვილი მოდური რუსი მამაკაცების ათეულში მოხვდნენ

 

 

რუსულმა გამოცემამ GQ 2019 წლის ყველაზე მოდური რუსი მამაკაცების 50 – ეული შეადგინა, რომელშიც თბილისის მერი კახა კალაძე და რეპერი ბერა ივანიშვილი მოხვდნენ. ორივე მათგანი პირველ ათეულშია - კალაძემ მეექვსე, ბერა კი მეცხრე ადგილს იკავებს.

 

ბერა ივანიშვილიმუსიკოსი

 

ქართველი ჰიპჰოპ შემსრულებელი ფრანგული ფესვებით სამ იმიჯს ირგებს და სწრაფად უნაცვლებს ერთმანეთს: 1960 იანი წლების პარიზელი ბიჭის, ტყავის ქურთუკში და გრძელ შარფში, რომელსაც ედი სლიმანი თავის კოლექციებში უმღეროდა. მეორე : ტრადიციებისადმი ერთგული ქართველის (იხილეთ მისი ქორწილის ფოტოები) და მოდური რეპერის იმიჯს. აქედან რომელი იმიჯი ჯობს, გადაჭრით თქმა შეუძლებელია. სამივე მათგანი სტილისტურად სრულყოფილია.

 

კახა კალაძეჩინოვნიკი

 

თბილისის მერი ოდესღაც საფეხბურთო კლუბ "მილანში" და საქართველოს ნაკრებში წარმატებით თამაშობდა. შემდეგ კი სხვაპოლიტიკურ ლიგაში გადავიდა, მაგრამ ხულიგნური ჩაცმულობა და სამეულკოსტუმებზე უარი არ თქვა. თავისი ჩაცმულობით ის ახალი ამბებისთვის არანაკლებ საფუძველს ქმნის, ვიდრე მერის კომპეტენციაში მიღებული გადაწყვეტილებებით. ინსტაგრამში და პოპულარულ ტელეგრამ არხებზე რამდენიმე დღე განიხილავდნენ მის ქურთუკს და ვარდისფერ ქუდს. ჩვენ მისი კოსტუმებიც და სიცილიური სამოსიც მოგვწონს. საკუთარ თავს ჯანსაღი ირონიის გრძნობით უნდა მოეკიდო და კახამ ეს იცის“ – წერს გამოცემა კალაძისა და ბერას შესახებ.