18 თებ 2019 20:56 508

,,ჭაობში გამართულ ნიანგებს შორის ბრძოლას გავს ივანიშვილ-ხაზარაძის დაპირისპირება”

ლეიბორისტი გიორგი გუგავა სოციალურ ქსელში წერს:

,,თუ ნიანგმა შენი მტერი შეჭამა, არ გეგონოს, რომ ნიანგი შენი მეგობარია"

ჭაობში გამართულ ნიანგებს შორის ბრძოლას გავს ივანიშვილ-ხაზარაძის დაპირისპირება, რომლებიც მსხვერპლის გაყოფამ დააპირისპირა და არა რამე სახელმწიფო ინტერესმა ან მაღალმა ღირებულებებმა.

ჩვენდა საუბედუროდ, დღეს საქართველო ჭაობად აქციეს, ხოლო მსხვერპლი თითეული ჩვენთაგანია.

ვის მხარეს უნდა დავდგეთ???

არცერთის!

"ნიანგებისგან" უნდა გავანთავისუფლოთ წყალი (რომელიც ჭაობად გვიქციეს), რათა დაიბრუნოს ცხოველმყოფელი ძალა.”

×