19 თებ 2019 00:13 420

ხარაგაულში ამბულატორიის შენობა ჩინელებს გადაულოცეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მოსახლეობამ ამბულატორიისათვის განკუთვნილი შენობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ჩინეთის მოქალაქეებზე გასხვისება გააპროტესტა. მათი განმარტებით, სოფელში გზის მშენებლობაა დაგეგმილი და ხელისუფლებამ გადაწყვიტა კომპანიის წარმომადგენლებზე აღნიშნული შენობა საოფისე ფართად გადაეცა.

"ეს ჩვენთვის მიუღებელია. გამგებელმა უკვე მოგვცა პირობა, რომ ასე არ მოხდება, მაგრამ ჩვენ ოფიციალური წერილობითი დასტური გვჭირდება. თუ ამ შენობის გასხვისება უნდათ, გაასხვისონ, მაგრამ არა უცხოეთის მოქალაქეებზე. სოფელს ბაღისა და სკოლისათვის ახალი შენობა სჭირდება და ის გააკეთონ აქ. სამუშაო ადგილები გვჭირდება. საწარმო გააკეთონ აქ, სოფლისათვის რაიმე სასიკეთო გააკეთონ", - აცხადებენ ადგილობრივები.

primetime.ge