19 თებ 2019 01:50 1104

ბიძინა ივანიშვილი 5 მაისამდე უნდა დაიმალოს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ბიძინა ივანიშვილს ურჩევს,  ხუთ მაისამდე საჯარო განცხადება არ გააკეთოს.

"ახლა მერწული  გადადის  შავ მთვარეში, სადაც  5 მაისამდე იქნება.  ეს ნიშნავს იმას, რომ უმჯობესია, ბიძინა ივანიშვილი 5 მაისამდე სართოდ არ გამოჩნდეს საზოგადოების წინაშე და განცხადებები არ გააკეთოს. არავითარი კომფრონტაცია მას ახლა არ სჭირდება. 5 მაისამდე მას აქვს ძალიან რთული პერიოდი და ჯობია, იქამდე  მშვიდად და წყნარად მივიდეს“.

ცაგარელი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის განსაკუთრებით კარგი იქნება 2021 წელი, მაგრამ იქამდე გასავლელი პერიოდი რთული  ექნება.

"18 თებერვალს ივანიშვილი 63 წლის გახდა, ეს ასაკი კი ყველა ადამიანისთვის  კარმულია. ამ წელს ადამიანის ცხოვრებაში შავი და თეთრი მთვარეები ერთდებიან. აქამდე ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ მფარველი ანგელოზი, თეთრი მთვარე, გადის ადამიანის ზოდიაქოს ნიშანს, ყოველ ცხრა წელიწადში ერთხელ კი - შავი მთვარე. მათი შეერთება არ ხდება 63 წლამდე. ამ ასაკში შავი და თეთრი მთვარე ერთსა და იმავე ნიშანში ხვდებიან. ისინი დიდ ზეგავლენას ახდენენ ადამიანზე და ეს არის ბოლო არჩევანი, ანუ არჩევანი დგება ასეთი - რომელ ძალებს ემსახურება ადამიანი - დადებითს თუ ნეგატიურს, შავს თუ თეთრს. ამიტომ ადამიანისთვის 63 წელი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ამ წელს მას არ ექნება ჯანმრთელობის პრობლემები და ბევრი დაბრკოლება, ე.ი. ის მიდის თეთრი  გზით. თუ შეექმნა დიდი პრობლემები, ე.ი. რადიკალურად შესაცვლელია ცხოვრებაში ყველაფერი, ეს სიგნალია კოსმოსიდან.  ეს ეხება ყველა ადამიანის ცხოვრებაში. ეს ცხოვრების საერთო პრინციპია. ამიტომ 2019  წელი ივანიშვილისთვის კარმული იქნება, რომელიც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს“, - აღნიშნა ცაგარელმა.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ლიდერი  ბიძინა ივანიშვილი 63 წლის გახდა.

2020news.ge

×