19 თებ 2019 10:25 514

„რა სააკაშვილის დნმ აგიტყდათ? რით ვერ დაიღალეთ ჩემი კრიტიკით“ - მიხეილ სააკაშვილი

 

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

ძაან მარტივია რა, ბევრად მეტი გაქვთ საზრუნავი და გასაკითხი.  

რატომ არ ვაპროტესტებთ მაგალითად იმას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აუკრძალა ქართველ სამხედროებს ფორმაში გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ეს აღიზიანებს ტურისტებსო, რუსებსო, და ამაზე არცერთი ხმას არ იღებთ. რატომ არ იღებთ ხმას იმაზე, რომ რუსული კომპანია მასობრივად ყიდულობს თიბისი ბანკის აქციებს რათა დაბლოკოს ლაზიკის, ანაკლიის პორტი. ამაზე უნდა ამოვიღოთ ყველამ ხმა, უსამართლობაზე, გაჭირვებაზე, კორუფციაზე.

რა სააკაშვილის დნმ აგიტყდათ? რით ვერ დაიღალეთ ჩემი კრიტიკით. სამართალიც ხო კაი საქონელია. ყველაფერზე შეიძლება მაკრიტიკოთ, ამ თემების გარდა.

საქმეს მიხედეთ, საქმეს და ნუ იქნებით ივანიშვილის სასარგებლო იდიოტები. თქვენისთანა ხალხზე დგას დღეს ჯერჯერობით ივანიშვილი, იმიტომ რომ ჯარი მაგას არ ჰყავს, პოლიცია მაგას არ ჰყავს, პოლიტიკოსები მაგას არ დარჩა, ერთადერთი დგას იმაზე, რომ თქვენ აღვივებთ აპათიას და ეუბნებით რომ ყველა ერთნაირი ნაგავია და რა აზრი აქვს რამეს.

ყველაფერს აქვს აზრი, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენ ვიამაყებთ ქართველობით, ვიამაყებთ ქართული სახელმწიფოთი, მრავალეთნიკური საზოგადოებით, ჩვენი წარმატებებით, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ლაზიკის პორტს და ჩვენ აუცილებლად დავიძვრენთ თავს ამ გაჭირვებიდან და უბედურებიდან.