19 თებ 2019 10:34 222

ლიბიაში გარდაცვლილი 23 წლის მეზღვაურის ცხედარს ოჯახი 43 დღეა უშედეგოდ ელოდება

 

 

ახალგაზრდა ქართველი მეზღვაური ლიბიის პორტში 8 იანვარს გაუჩინარდა და მისი ცხედარი ამ დრომდე გადმოსვენებული არ არის. დავით რაზმაძის ცხედარს ოჯახი 43 დღეა ელოდება. ისინი სახელმწიფო უწყებებს დროულ რეაგირებას სთხოვენ. ამბობენ, რომ გადმოსვენების პროცესი გაჭიანურდა. ოჯახის ინფორმაციით, ლიბიაში ცხედარს ექსპერტიზა ორჯერ ჩაუტარდა, თუმცა პასუხები მათთვის უცნობია. აპირებენ დამატებით ექსპერტიზა საქართველოშიც ჩაუტარონ. დავით რაზმაძის ოჯახი ვარაუდობს რომ მეზღვაური მოკლეს.

 

"სახელმწიფო უწყებებიდან კონტაქტზე ყოველდღიურად გამოდიან, გვირეკავენ. საგარეო საქმეთა სამინისტროდან, შსს-დან, მაგრამ მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ მიდის მოლაპარაკება. არც ექსპერტიზის პასუხი არაა ჯერჯერობით, არც არაფერი არ ვიცით საერთოდ. სრულ გაურკვევლობაში ვართ. უკვე გაუსაძლისი გახდა ეს ყველაფერი, 42 დღეზე მეტი გავიდა გარდაცვალებიდან და აქამდე ვერ მოხერხდა გადმოსვენება" – აცხადებს გარდაცვლილის ბიცოლა ნინო ლაბაძე.

 

 

პრაიმტაიმი

×