10 მარ 2019 16:32 3635

„ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ერთად“ - ნატა გულიაშვილი თაკო ჩარკვიანის პარტიაში გაწევრიანდა

 

 

მსახიობ ნატა გულიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება და მისი სურვილია, ეს უსამართლობა აღმოიფხვრას. ამის შესახებ მან  თაკო ჩარკვიანის პოლიტიკური პარტიის – „კანონი და სამართალი“, დამფუძნებელი ყრილობის დაწყების წინ განაცხადა.

 

„ეროვნული მოძრაობა იქნება და ძალიან მომწონს. ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ერთად, ამის მჯერა. ბევრი მიზეზია, რის გამოც პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე. ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება და მინდა, ეს უსამართლობა აღმოიფხვრას. უსამართლობას ვებრძვი და ეს არის მიზეზი. მე რა კუთხით ვიმუშავებ, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ“, – განაცხადა ნატა გულიაშვილმა.

 

თაკო ჩარკვიანის პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი ყრილობა „ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარეობს. ყრილობას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც.

 

 

მეტრონომი