13 მარ 2019 17:18 7842

„აქ მოსული არ დავინახო!“ - რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი რუსთაველის თეატრში გამართულ ღონისძიებას

 

 

ბიძინა ივანიშვილმა პრეზდენტი სალომე ზურაბიშვილი აითვალწუნა. სწორედ ამიტომ არ დაესწრო ზურაბიშვილი რუსთაველის თეატრში პარლამენტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებას. 

 

პრესა. ჯი-ს ინფორმაციით,  სალომე ზურაბიშვილს ბოლო მომენტში შეუთვალეს რომ რუსთაველის თეატრში არ უნდა მისულიყო, რადგან იქ ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა.

 

 

ოლიგარქი, თავდაპირველად,  პარლამენტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებაზე მისვლას არ აპირებდა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, თუმცა, ბოლო მომენტში სახლში დარჩენა გადაიფიქრა. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილს მოუწია რეზიდენციაში დარჩენა. მიუხედავად იმისა, რომ მიღებაზე მას ელოდებოდნენ და მისი პირადი ფოტოგრაფიც უკვე ადგილზე იმყოფებოდა.

 

 

აქ მოსული არ დავინახო", - ასეთი იყო ივანიშვილის რეპლიკა სალომე ზურაბიშვილისადმი, რომელსაც არჩევნების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეეცვალა.

 

ივანიშვილის გაღიზიანება ზურაბიშვილის რამდენიმე დამოუკიდებელმა და მასთან შეუთანხმებელმა ნაბიჯმა გამოიწვია, მათ შორის ევროპული ტურნეს ფარგლებში, სადაც მას მწვავე კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა და ირიბად, არჩევნების გაყალბებასა და ძალადობის ორგანიზებაში ხელისუფლებაც კი დაადანაშაულა იმ პოზიციიდან რომ პირადად ისარაფერ შუაშია“.

 

პრესა.ჯი