14 მარ 2019 18:02 295

„რუსთავი 2“ პენიტენციურ დაწესებულებებში 2016 წელს გაითიშა”

 

 

ტელეკომპანია “რუსთვი2” მაუწყებლობს  Eutelsac 36B at 35.9 E გრადუსებზე, რომლის მიღების ტექნიკური საშუალებები სატელიტური თეფშიდან ამ ეტაპზე დაწესებულებებს არ გააჩნია – ასე უპასუხეს  “მეტრონომს” სასჯელაღსრულების სპეციალურ სამსახურში შეკითხვაზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, რომან გოცირიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში “რუსთავი2” გათიშულია.

 

მათივე ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში “რუსთავი 2”-ის მაუწყებლობა 2016 წლის 1-ლი ნოემბრიდან გაითიშა.

 

“ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში სატელევიზიო არხების მიღება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებების გათვალისწინებით ხორციელდება. სატელევიზიო არხების შერჩევის პროცესში გათვალისწინებულია როგორც ქართულენოვანი ასევე არაქართულენოვანი პატიმრების საჭიროებები. შესაბამისად, დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულებისთვის ხელმისაწვდომია საინფორმაციო, შემეცნებითი, სპორტული და გასართობი სატელევიზიო არხები.

 

აქვე გაცნობებთ, რომ 2016 წლის 1 ნოემბრიდან დაწესებულებებში გაითიშა “რუსთავი 2”-ის მაუწყებლობა, რასთან დაკავშირებით, ოფიციალურად ეცნობა კომპანიას და მოთხოვილი იქნა ინფორმაცია, თუ რა მიზეზებმა განაპირობა “რუსთავი 2”-ის მაუწყებლობის გათიშვა. კომპანიისგან 2016წლის 9 ნოემბრის №1866-16 წერილით მიღებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ “რუსთავი 2”-ის “Turksat”-თან ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მაუწყებლობა ამ სატელიტზე შეწყვეტილია და არ განახლდება. კომპანია მაუწყებლობს Eutelsac 36B at 35.9 E გრადუსებზე, რომლის მიღების ტექნიკური საშუალებები სატელიტური თეფშიდან ამ ეტაპზე დაწესებულებებს არ გააჩნია” – განაცხადეს სასჯელაღსრულების სპეციალურ დაწესებულებაში.

 

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე დაინტერესდა, თუ რატომ არ აჩვნებენ რუსთვი 2 ციხეებში.

 

 

მეტრონომი