14 მარ 2019 18:20 906

ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას დაკავებას გეგმავდა - დავით ბერძენიშვილის სკანდალური განცხადება

 

 

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას დაკავებას გეგმავდა. 

 

„შეტევა იყო ირაკლი ალასანიაზე, მაშინ ბიძინა ივანიშვილი ამბობდა და უმრავლესობის სხდომაზეც თქვა, რომ ერთი-ორი კაცი თუ დარჩება მასთან, თორემ დანარჩენები არ დარჩებიანო, მაგრამ დარჩნენ. ნინო გოგუაძეზე იყო გაბრაზებული იმიტომ, რომ ეიმედებოდა ნინო გოგუაძე. ბიძინა ივანიშვილს არ შეუძლია პარტნიორობა. მას შეუძლია მარტო პატრონობა და ის კომფორტულად გრძნობს თავს მხოლოდ ყმებთან ურთიერთობაში. არ ვეყმეთ ჩვენ, არ ეყმო ირაკლი ალასანია.

აქ არის კორუფცია, ეს იყო მისი სიტყვა, აქ არის დანაშაული და ირაკლი ალასანიამ ეს მოძებნა ფორმად და იმიტომ მიდის ოპოზიციაში, რომ პოლიტიკას შეაფაროს თავი. ის ლაპარაკობდა ირაკლი ალასანიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. მას ჰქონდა გადაწყვეტილი ირაკლი ალასანიას ჩამოშორება. ეს მისი სტილია. არ დაუშავებია, ვერ დაუმტკიცეს ალასანიას დანაშაული. ამ სხდომას ესწრებოდა მაშინ ჯერ კიდევ „თავისუფალი დემოკრატი“ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი. თეა წულუკიანმა არ მოიწონა დეპუტატების გამოსვლა, პირდაპირ ბიძინას არ დაუპირისპირდა, მაგრამ მან ის პოზიცია გამოხატა, მაგრამ იმ დეპუტატებს, რომლებიც აყვნენ ბიძინა ივანიშვილს და კორუფცია, კორუფცია იძიეს, იმათ უთხრა, რომ მე არ ვიცი მინისტრმა და თქვენ საიდან იცით მასალებიო,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

 

ნიუპოსტი

×