14 მარ 2019 22:30 1078

,,შევადაროთო ის ცხრა და ეს შვიდი წელიო და ჰა - შევადაროთ, რა შეიცვალა?”

ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში წერს:

,,შევადაროთო ის ცხრა და ეს შვიდი წელიო და ჰა - შევადაროთ.

რა შეიცვალა? ნაცები წავიდნენ? - სადანა? სადანა ხედავთ წასულ ნაცებს? 

რომელი ნაცები წავიდნენ, იცით? - უბრალო და უპატრონო.

ყველაფერზე წამსვლელი ნაცები, საქმის შემკერავი და შემსრულებელი ნაცები არავის გაუშვია.

შევადაროთ?

სისხლიო - მკვლელისთვის ხელის დაფარებაა ჩემთვის იგივე სისხლია!

სისხლიო - რამდენი გამოუძიებელი მკვლელობა დევს თაროზე? იცის ვინმემ, ვის ხელებზეა მათი სისხლი?

სისხლიო - მოდი, ვნახოთ - სუსში, კუდში, პროკურატურაში, სასამართლოში - იგივე ხალხი მუშაობს, რომლებიც ბინძური მეთოდებით მუშაობდნენ - რა გგონიათ, გამოსწორდნენ? რა გგონიათ, რატომ არ იცვლება სისტემა? 

სოციალური დაპირებების მიხედვით - ეს შვიდი წელი მალე დაგვაბრუნებს 90-იანებში. 

ჯანდაცვა? საყოველთაო დაზღვევა - ტფუ, სისხლის და შარდის ანალიზია უფასოდ და სისხლის და შარდის ანალიზიდან უამრავი პუნქტი ამოიღეს - რატომ? ცალკე გასაკეთებელ ანალიზებად დააფიქსირეს და ფულია გადასახდელი და იმიტომ. 

ბიძაჩემს სარკომის ოპერაცია არ დაუფინანსეს - ერთი ოპერაციის ნახევარი ხომ დაგიფინანსეთო - გეგონება, სარკომას ეგ აინტერესებს.

ქრთამის კუთხით - ბიზნესის რეკეტი მაშინაც ხდებოდა და ახლაც ხდება - მაგრამ, მაშინ დიდ თევზებზე ნადირობდნენ და ესენი არც ხამსაზე ამბობენ უარს, ესენი მათხოვარსაც ჯიბეში უძვრებიან და ჯიბე თუ გახეული დახვდათ, ნიფხავს ხდიან. 

კრიმინალი? - კანონიერი ქურდები შემოდის ისევ მოდაში, ძველი ბიჭები შემოდის მოდაში...

პოლიტიკურად გინდათ? ეს გუნდია? ერთმანეთს ჭამენ.

საგარეო პოლიტიკა გინდათ? - ელჩი მოიკითხეთ ამერიკის, თუ სადმე იპოვნოთ.

საფრანგეთი? - ბონჟუ, მავანთა ფრანგული ბიზნესი არ დაგავიწყდეთ.

რუსეთი? რუსეთი ახლა რომ კომფორტშია, ისე არასოდეს ყოფილა, ყველა ჩვენს მაღალჩინოსანს მათ ქვეყანაში აქვს ბიზნესი, ჰყავს ყველა დაჭერილი ერთი ადგილით, პრინციპში, როგორც ადრე.

სიტყვის თავისუფლება? - რატომ ჩაერევა სუსი ჩვენს სიტყვაში? ჯერ ერთი, ვის ადარდებს რას წერ, ქალაქის მერს ყაზტრანსგაზის წილებზე მიუთითეს და დამასკდითო, მკიდიხართო, ანუ.

ბახტაძემ, ხალხს რა ვკითხო, რა იცის ხალხმაო.

თან, რამეს დაწერ ამათზე ცუდს და დაგესევიან უბრალო მოკვდავნი, ღატაკბი, ჯანმრთელობამიუხედავნი მოკვდავდნი, ის ცხრა წელიო, მიშაო, შენ ნაცი ხარ, რეებს წერო, მეტყვიან...

კიდევ კარგი, სტალინი არ არის სადმე შემონახული, თორემ, ახლაც იმ 37 წლით შემაშინებდით. ხოდა, რატომ ჩაერევა სუსი, ტროლები და ღატაკი, შეშინებული ბრბო ჰყავს ფარად.

მგლის შიშით ცხვრებად გადავიქეცით და სიმართლე ისაა, რომ ის მგელიც ცხვარია და კაცმა არ იცის, საერთოდ სადმე არის მგელი, თუ არა...

ცხვრები რომ მგლებს გვმართავენ, ცხვრებმა რომ მგლები დაგვარწმუნეს, თქვენც ცხვრები ხართო - ეგაა მტკივენული, ცხვრები რომ მგლების ხორცს ჭამენ და მგლები ვბალახობთ - ეგაა ჩემი დარდი.

რამე შეიცვალა თუ არა იმ ცხრა წლის მერე? - კიი, შეიცვალა, აბა, რა და გეტყვით, რა შეიცვალა: 

მაშინ, ერმა იცოდა, რომ უნდა ებრძოლა, მაშინ ადამიანები იბრძოდნენ...

მაშინ, ვიცოდით, რომ დაგვიჭერდნენ, გვცემდნენ და მაინც ვწერდით და ვამბოდით...

ახლა, 7 წლის წინ გაგდებული კაცის შიშით ცხვრებად გვაქციეს მგლები...

ვინც ვერ აქციებს - გააქციეს...

ვინც ვერ აქციეს - სხვა ცხვრები მიუსიეს...

თავად კი - საკუთარი ბიზნესის იქეთ აღარაფერი აინტერესებთ, თავად - არც ლანძღვა ადარდებთ, არც მართალი სიტყვა აშინებთ, არ ვაინტერესებთ, არ ვარსებობთ მათთვის...

არც საშინაო აზრი აინტერესებთ და არც საგარეო!

ეს განსხვავებაა...

 

აი, მარტივად რომ ავხსნა: ბერიაც დიქტატორი იყო და სეთურიც - გასაგებია?

 

ბოდიში, ბერიასთანაც და სეთურთანაც, ამათ რომ შევადარე!”

×