15 მარ 2019 01:01 570

თბილისში პარლამენტის შენობის წინ მამაკაცი გაშიშვლდა

თბილისში პარლამენტის შენობის წინ მამაკაცი გაშიშვლდა. უცნობია, პროტესტის მიზეზი.

საკანონმდებლო ორგანოსთან სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე მივიდა, გაშიშვლდა და დეპუტატებთან ამ უცნაური ფორმით ითხოვდა შეხვედრას.

ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას frontnew ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, ის ასევე დაჯარიმდა 171-ე მუხლის შესაბამისად - 200 ლარით.

„რუსთავი2“