15 მარ 2019 01:10 615

„არც ერთი ხელისუფლების დამხობაში (ან გასტუმრებაში) მონაწილეობა არ მიმიღია“

კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

„შესაძლოა მავანთა თვალში ცუდად და მიუღებლად ჩანდეს, მაგრამ ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია: არც ერთი ხელისუფლების ან ძალადობრივ-სისხლიან, ან თუნდაც შედარებით მშვიდობიანი მეთოდებით დამხობაში (ან გასტუმრებაში) მონაწილეობა არ მიმიღია.

-ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებასთან მიმართებაში გასაგები მიზეზების გამო არა. იმ ხელისუფლებას თავად წარმოვადგენდი, როგორც დიპლომატი საპატიო ბაზისზე.

- როგორც ემიგრანტი სადაც კი შემეძლო ვუპირისპირდებოდი ედუარდ შევარდნაძეს და მის რეჟიმს. თუმცა "რევოლუციის" მონაწილე არ ვარ.

- როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, 200 დღე საერთოდ არ გამიკრიტიკებია. შემდეგ მის ოპოზიციაში აღმოვჩნდი, 2007 და 2009 წლების აქციებზეც წინა ხაზზე ვიყავი. თუმცა არც მის დამხობაში თუ გასტუმრებაში მიმიღია მონაწილეობა - მე ხომ საქართველოს (და არა რომელიმე პარტიის) დიპლომატი ვიყავი ის ბოლო წელიწადნახევარი, 2012 წლის ბოლომდე.

- კარგა ხანი ვაკვირდებოდი 2012 წლის ოქტომბრის შედეგად აღმოცენებულ ხელისუფლებას. ვცდილობდი პოზიტივის დანახვას. დღეს ვთვლი, რომ მასში უარყოფითი მუხტი გაცილებით მეტია დადებითზე, განსაკუთრებით 2016 წლიდან. შესაძლოა ითქვას, ესენი მილიარდერის სამსახურში ჩამდგარი ოროსანი და სამოსანი ედუარდის მაჩანჩალები არიან. კიდევ ბევრი უბედურება სჭირთ, მაგრამ ამაზე სხვა დროს.

ვთვლი, რომ პოლიტიკოსიც და არაპოლიტიკოსიც უნდა ცდილობდეს ისე იცხოვროს, როგორც არის ცნობილ სენტენციაში, ტერმინ "ინტელიგენტის" განსაზღვრას რაც შეეხება:

"ინტელიგენტში მე ვგულისხმობ ადამიანს, რომელსაც ცხოველური საწყისი დაძლეული აქვს და მხოლოდ სულიერ და ინტელექტუალურ მოთხოვნილებათა შესაბამისად ცხოვრობს. ასეთი ინტელიგენტი, უპირველეს ყოვლისა, ბუნებრივი მოვლენაა. ინტელიგენტს, უბრალოდ, არ შეუძლია პატიოსანი არ იყოს, ჰუმანისტი არ იყოს, შინაგანად თავისუფალი არ იყოს, თავმდაბალი არ იყოს...."