15 მარ 2019 10:10 255

“ნიღბიანები შეუვარდნენ, საწოლიდან გადმოაგდეს, სასტიკად სცემეს...” - ოკუპანტების მიერ გატაცებული ძანძავას ნათესავი

 

 

სოფელ პირველ ოტობაიადან ოკუპანტების მიერ 30 წლის ლევან ძანძავას გატაცების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ძანძავას სახლში რამდენიმე ნიღბიანი პირი შეუვარდა. ნიღბიანებმა სახლში ხელყუმბარა მიიტანეს, რაც შემდეგ დაკავების საფუძვლად გამოიყენეს. წინააღმდეგობის შემდეგ კი ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ლევან ძანძავას მშობლებსაც. 

 

„სპეცრაზმელები, რომლებიც ნიღბებში იყვნენ გამოწყობილები, რამდენიმე ადამიანი შეუვარდა ლევანის ოჯახს. როგორც მიყვებიან, მათ დადეს ხელყუმბარა, რომლის მეშვეობითაც ლევანი საწოლიდან გადმოაგდეს, შემდეგ გაიყვანეს გარეთ და სასტიკად სცემეს. როდესაც მამამისმა წინააღმდეგობა გაუწია, დაადეს ხელბორკილები, რომელიც ლევანის გვერდით სასტიკად აწამეს. დედამისიც არის ნაცემი. ლევანის დაუდეს ხელყუმბარა იმისათვის, რომ აეყვანათ, თუმცა ამ ეტაპზე ლევანი უკვე გათავისუფლებულია“, - განაცხადა ლევან ძანძავას ნათესავმა ირაკლი ბახტაძე.

 

რუსთავი 2