15 მარ 2019 10:23 380

ლარნაკაში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს

 

 

კვიპროსზე, ქალაქ ლარნაკაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. 8 ადამიანი  აეროპორტში გააჩერეს და საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს. ისინი უკვე მეოთხე დღეა აეროპორტის წინასწარი დაკავების ოთახში იმყოფებიან.

 

მათ შორის არის მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გიორგი ონიანი.

 

საქართველოს მოქალაქეების განცხადებით, მათთვის დაკავების მიზეზი არ განუმარტავთ. მათი მტკიცებით, საბუთები წესრიგში აქვთ და ლარნაკაშიტურისტულად ჩადიოდნენ.

 

დაკავებულ მგზავრებს ლარნაკას სავარაუდოდ, შაბათს დაატოვებინებენ და საქართველოში დააბრუნებენ.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონსული შესაბამის სტრუქტურებთან მუდმივ კონტაქტზეა.

 

უწყების განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებმა ტურისტული ვიზიტი ვერ დაადასტურეს, რასაც მათი საზღვარზე გაჩერება მოჰყვა.  

×