15 მარ 2019 10:33 595

„მთელი უბედურება, რაც ჩვენ თავს და საქართველოს თავზე ტრიალებს ჩვენი, ქართველი ხალხის ბრალია“

 

 

დრამატურგიპროექტის „გააგრძელე საქართველოს ისტორია"ავტორიწამყვანი და თანარეჟისორი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ა ი რ ჩ ი ე ! (გთხოვთ ყველამ წავიკითხოთ და გავაზიაროთ)

 

ახალგამოჩეკილი „ოპოზიციონერები“ რომლებსაც ლიბერასტულ-ბიძინური ტელემედია 24 საათის განმავლობაში 26 საათი აპიარებს და მათ „საქმეთა საგმიროთა“ ყველა კუთხით აშუქებს ივანაშვილის პროექტები არიან. ეს ხომ მარტივი განტოლებაა 30 წლის მანძილზე ათას პოლიტქართეხილგადანატანო ქართველო ერო? ნუთუ ვინმეს კიდე ჯერა, რომ მთავრობისთვის არასასურველ და მართლა რადიკალურ ძალას გამოედევნება კამერაიანი ჟურნალისტების და გრიგოლია-სანაია-ჟიჟილას თოქშოუების ჯარი? დღევანდელ სოროსულ-ლიბერასტულ ტელემედიაში ხომ პოლიტწარბის ზედმეტად აწევაც კი კონტროლდება და ვინ დაუშვებს იმას, რომ „ბიძინას გატანის“ და ამ აფერისტი პოლიტელიტის ნაგავზე მოსროლის მოთხოვნებს ასეთ ასპარეზს მიცემენ ეკრანები? ამიტომაც ჩემისთანებისთვის მოწოდებებს, რომ ასეთ ოპოზიციონერებთან გავერთიანდეთ, აჯობებს ფართოთ გავახილოთ გონების თვალები და დავინახოთ, რომ არსებობს ორი ოპოზიცია: ერთნი რომლებიც ბიძინას იუდა მთავრობის პოზიციების გასამყარებლად გამთამაშებლების როლს ასრულებენ და ფინანსურ-ტელემედიური რესურსი არ აკლიათ და მეორენი ხალხის წიაღიდან წამოსული ოპოზიცია, რომელიც იმ ხალხიდანვე გამოსულ რესურსს ეყრდნობა, რომელიც ქართულ-სახელმწიფოებრივად აზროვნებს და ხალხისვე ფინანსურ-ინტელექტუალური რესურსით ცდილობს ეს ანტიქართულსახელმწიფოებრივი სისტემა მშვიდობიანი გზით დაასრულოს. ანუ პოლიტიკურ მოუსვლელში გაუშვას. არჩევანი ჩვენზეა თანამოქალაქეებო და ეს არჩევანიც ძალიან ადვილი ასარჩევია ყოველ ჩვენთაგანისთვის. ან ვირჩევთ ისევ იგივე დამანგრეველ პოლიტელიტას სხვა ნიღბით შეფუთულს, ან ერთხელ და სამუდამოდ ვიწყებთ მტკიცე და ქართულ ტრადიციულ საწყისებზე შემდგარი და ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს შენებას. 

 

აქვე ისიც გვახსოვდეს, რომ მთელი უბედურება რაც ჩვენ თავს და ჩვენი ჩაწიხლული სახელმწიფოს - საქართველოს თავზე ტრიალებს ჩვენი, ქართველი ხალხის ბრალია, იმის გამო, რომ ჯანსაღ არჩევანს და გზას მუდმივად ვარჩევთ პოლიტაფერისტების დადგმულ სპექტაკლებში მონაწილეობას. 

ა ი რ ჩ ი ე !“